საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შედეგები შეაფასა.
შეგახსენებთ, რომ საჩხერის "ჩიხურა" პირველ შეხვედრას სტუმრად ლუქსემბურგული ეშის "ფოლასთან" გამართავს.
Sportall.ge სოსო ფრუიძეს ესაუბრა.
- როგორ შეაფასებთ კენჭისყრის შედეგს, რამდენად კმაყოფილი ხართ და მოწინააღმდეგეზე რას ფიქრობთ?
- რა მდგომარეობაშია ეს გუნდი ამ წუთში, არ ვიცი. ჩვენზე მეტი კოეფიციენტი რომ აქვს, ფაქტია. განთესილი იყო. მე არ მინდა, რაიმე წინასწარი დასკვნები გავაკეთო, რადგან ამ წუთში ამაზე კი არა, ჩემპიონატის თამაშებსა და ტრავმირებულ მოთამაშეებზე ვფიქრობ. ამის შემდეგ ნელ-ნელა, თანმიმდევრობით გავეცნობი მეტოქეს.
- მეტოქეს რომ თავი დავანებოთ, "ჩიხურა" რამდენად არის დღეის მდგომარეობით, ევროტურნირებზე სათამაშოდ მზად?
- მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრი ტრავმირებული მოთამაშე მყავს და ვისაც ვათამაშებ რეგულარულად, ამ მომენტისთვის მკურნალობს. ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად სწრაფად გამოჯანმრთელდებიან ისინი.
რა თქმა უნდა, თავს არ დავზოგავთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, მაგრამ წინასწარ რაიმეს თქმა ზედმეტია.
- გეგმავთ ევროტურნირებამდე გაძლიერებას, იგეგმება ახალი ფეხბურთელების დამატება?
- ფული რომ გადავიხადოთ, ამის საშუალება არ გვაქვს. შეიძლება სხვა ქართულ კლუბებს დავესესხოთ ფეხბურთელები. ვნახოთ, რა იქნება.
საჩხერის "ჩიხურა" პირველ შეხვედრას სტუმრად, 11 ივლისს გამართავს, საპასუხოს კი 18 ივლისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.
ქართული კლუბების მეტოქეები ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია
თბილისის "საბურთალოს" მეტოქე ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცნობილია
ქართველი ლეგიონერების კლუბების მეტოქეები ევროთასებზე ცნობილია
გიორგი ჭიაბრიშვილი: მინდოდა "სელტიკს" შევხვედროდით
კახაბერ ჩხეტიანი: "ორდაბასი" კარგი გუნდია, რომელსაც სათავეში კახა ცხადაძე უდგას