ლეანდრო რიბეირო: იმედი მაქვს, საქართველოში ჩავალ და გამარჯვებას მოვიპოვებ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის შემდეგ "ტირასპოლის" შერიფის ვებგვერდი მომავალი მეტოქის შესახებ ბრაზილიელ ლეგიონერს, ლეანდრო რიბეიროს ესაუბრა, რომელიც 1,5 წლის განმავლობაში გორის "დილას" ღირსებას იცავდა.

- ლეანდრო, გაგვიზიარე შენი აზრი კენჭისყრის შედეგის შესახებ...
- ჩემთვის კენჭისყრის შედეგი მოულოდნელი იყო, მაგრამ მეტოქის არჩევა არ შეგვიძლია. მუშაობას გავაგრძელებთ და უფრო გავძლიერდებით.

- როგორი შეგრძნებაა საქართველოში დაბრუნება, ამ შემთხვევაში, როგორც "შერიფის" ნაწილის?
- ჩემთვის საქართველოში დაბრუნება შესანიშნავია, იქ ცხოვრების გარკვეული ნაწილი გავატარე. იმედი მაქვს, ჩავალ და გამარჯვებას მოვიპოვებ.

- "საბურთალოს" წინააღმდეგ აქამდეც
გითამაშია - მათ შესახებ რას იტყვი?

- ძალიან რთული მეტოქე და კარგი გუნდია, თუმცა მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ.

- შეადარე საქართველოს ეროვნული ლიგა მოლდოვის ჩემპიონატს...
- საქართველოს ჩემპიონატი უფრო ტექნიკურია, იქ კარგი ფეხბურთელები თამაშობენ, ისევე, როგორც მოლდოვაში. ქართული ლიგა უფრო რთულია, რადგან ჩემპიონატში მეტი გუნდი მონაწილეობს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
აივსო საქართველო ამ ფერადკანიანებით, ვაი ჩვენს პატრონს?
ქართველი1
13:17 19-06-2019
19
ისე არაა ჩემი მტერი ეს რამეში გამოგვადგეს. რა ნიჭიერი ქართველები აღარა გვყვანან?
ამირანი
15:42 19-06-2019
1

სიახლეები პოპულარული