ჯანო ანანიძე "სპარტაკის" მოქმედ ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენი გახდა

AutoSharing Option
"სპარტაკმა" კონტრაქტები გაუწყვიტა დმიტრი კომბაროვს და დენის გლუშაკოვს და ჩატარებული მატჩების მაჩვენებლით დარჩენილ ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე გახდა.

ჯანო "სპარტაკში" 2009 წლიდან ასპარეზობს და მისი ღირსება 136 მატჩში დაიცვა. მეორე ადგილზე მეკარე არტიომ რებროვია (129), მესამეზე კი - მცველი სალვატორე ბოკეტი (115).

ჯანო "კრილია სოვეტოვიდან" იჯარიდან დაბრუნდა და ამჟამად გუნდთან ერთად ტარასოვკის ბაზაზე ვარჯიშობს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "სპარტაკი" ანანიძის გაყიდვას შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
136 თამაში 10 წელიწადში. სეზონში საშუალოდ 13 მატჩი. ამაზე მეტი უიღბლობა რა უნდა დაემართოს ფეხბურთელს. ვეღარ ითამაშებს ეს ბიჭი დიდ ფეხბურთს. როგორც ყენიასი, ჭანტურიასი, თარგამაძის და სხვების, ამის ფეხბურთიც სამწუხაროდ ჩაბარდა წარსულს
სტატისტიკა
01:41 20-06-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული