"გათამაშების ლიდერები ხვდებოდნენ ერთმანეთს და გასაკვირი არაა, რომ მატჩი დაძაბული იყო. მოგება გვსურდა, თუმცა ისე გამოვიდა, რომ შეხვედრა ფრედ დასრულდა. თამაშიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ლოგიკური შედეგია.
რაც შეეხება დაბრუნებას – ჩემს კლუბში დავბრუნდი, იქ სადაც ჩემპიონი გავხდი. ვეცდებით წარმატებას ამჯერადაც მივაღწიოთ", - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.
19 ტურის შემდეგ ეროვნულ ლიგას 39 ქულით "საბურთალო" ლიდერობს, 38 ქულით კი მას სწორედ ბათუმის "დინამო" მოსდევს.
ეროვნული ლიგა. XIX ტური: ლიდერების, "საბურთალოსა" და ბათუმის "დინამოს" მატჩი უგოლოდ დასრულდა [VIDEO]