"ერთ დროს დაჩოქილი გვეხვეწებოდნენ თურქებისგან დაცვას" - რა რეაქცია მოჰყვა ქართული კლუბების ანტიოკუპაციურ მაისურებს რუსეთში

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/FCTorpedoKutaisi1946/

რუსულ სპორტულ პორტალზე championat.com გამოქვეყნდა ახალი ამბავი, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს ჩემპიონატში რამდენიმე გუნდი მოედანზე ანტირუსული მაისურებით გამოვიდა.

სტატიას, ძირითადად ერთგვარი კომენტარები მოჰყვა. ქვევით რამდენიმე მათგანს მოვიტანთ:



Sportall.Ge



"ქართველებმა სულ დაივიწყეს ისტორია. თავის დროზე დაჩოქილები გვევედრებოდნენ თურქებისგან დაცვას. მადლობას ვინ ამბობს, უბრალოდ აქით ნუღა გვიტევთ."

ზემო კომენტარის პასუხად: "ეს ერთხელ არ მომხ
დარა, ქართველ მეგობრებს ისტორიის სწავლა მართებთ. ალბათ, კიდევ ბევრჯერ გვთხოვენ დახმარებას."

მეორე პასუხი: "დაგვენებებინა უნდა თურქებისთვის ქართველების ნაწილებად ქცევა. 5 წლის შემდეგ გავყრიდით იქიდან თურქებს, ჩავასახლებდით რუსებს და არანაირი პრობლემა აღარ იქნებოდა"

Sportall.Ge

"ღმერთო, ასეთი განცდა მაქვს, რომ თანამედროვე საქარველოში მხოლოდ 2 რამ გამოსდით: ხინკლის გაკეთება და რუსეთის გინება ყველა სიტუაციაში."

პასუხად: "ქართველები, უკრაინელები, ბალტიისპირებელი, ყველა ერთნაირია, ხელმოცარულები."

Sportall.Ge


"მე ყველაზე მეტად ის მიჩუყებს გულს, რომ საქართველოში მიმდინარე ყველა აქციაზე ამერიკის დროშები ფრიალებს."

პასუხად: "თბილისის ცენტრში აშშ-სა და ნატოს დროშები ჰკიდია, ოკუპანტი, კი , რა თქმა უნდა რუსეთია, რამეთუ ისინი მათგან ღვინოსა,  უძრავ ქონებას ყიდულობენ და დასასვენებლად ჩადიან"

Sportall.Ge

ასევე, იყო "სპორტთან დაკავშირებული" კომენტარებიც. მაგალითად:

"ასეთ საქციელის გამო უეფამ სერიოზულად უნდა დასაჯოს ისინი"



Sportall.Ge

"აი, უკვე წავიდა დაჭირხვნა. რამზანის არ იყოს, მათ საერთოდ დაავიწყდათ, რომ "გროზნოდან თბილისამდე 200 კილომეტრია."




Sportall.Ge

"მოაგროვო უნდა ყველა(საუბარია, რუსეთის მოქალაქე ეთნიკურად ქართველებზე) ერთად და მეგობრულად გააუშა ისტორიულ სამშობლოში, მაგრამ არა, ჩვენ კეთილები ვართ და მათ სპეციალურ ფასდაკლებებს შევთავაზებთ ასეთი ქცევითვის. მსგავსი მოპყრობის შემდეგ გვასხდებიან თავზე".



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 34 /
ხო მაგრად დაგვეხმარნენ თურქებთან, თავისთვის გამოიყენეს ქვეყნის უსუსურობა და ყირიმში გაუცვალეს ტაო კლარჯეთი.
David
26 ივნისი 2019 17:31
0
დაცვა იყო? ენა წაგვართვეს, დამწერლობაც, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების საშუალებაც. შექმნეს ავტონომიები, რომლებიც თავიდანვე ბომბებად იყო გათვლილი. აჭარაზე ნაღდად არ გაუმართლათ:იქ ნამდვილი პატრიოტები ცხოვრობენ და ვერ მიწვდნენ. ცოტაც რო დაცლოდათ უკეთ "დაგვიცავდნენ". სადმე ისტორიაში წერია რომ ვინმესთან წინააღმდეგ ომში დაღუპული ქართველის ნახევარი მაინც რუსი მოკავშირე დაიღუპა? აბა თუ ისევ ქართველები იღუპებოდნენ ომებში მაშინ რუსის დაცვა არც აქ ჩანს ადა რა დაიცვეს? თავისი იმპერიალისტური ზრახვები კიბატონო
სიმართლე
25 ივნისი 2019 08:07
1
საქართველოსა და რუსეთს შორის გეორგსკის ხელშეკრულების ხელმოწერის დროს არაფერი თქმულა საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ეკლესიის საქმიანობის გაუქმების შესახებ.
გიოშა
25 ივნისი 2019 06:57
0
დაგვიცვეს თავიანთი ჭკუით . კი არ დაგვიცვეს თურქებთან ომში არ დაგვეხმარნენ ელოდებოდნენ დაუძლურებულები ნებით როგორ ჩავბარდებოდით და ასეც მოხდა . მერე კი დაგვიპყრეს და ყოველ ოც წლეულში ტერიტორიები წაგვართვეს ეს დაცვააა?????
ეგრე იყვნენ დაცულები თვითონაც .
თამარი
24 ივნისი 2019 18:02
0
ადმინ,ჩემმა პოსტმა რაღა დაგიშავათ?სისულელეები ნამდვილად არ დამიწერია.
სოსო
24 ივნისი 2019 16:35
0
ღრუსეთის ტროლ აბურჯგას:მანამ,სანამ ვინმეს დაუწუნებ ისტორიის ცოდნას,გიჯობს თავად გადაფურცლო ისტორიული წყაროები!დარწმუნებული ვარ მშვენივრად იცი ყველა ის ბარბაროსობა რაც შენმა დედა ღრუსეთმა ჩაიდინა საქართველოს წინაშე!კიდევ ერთხელ გპირდები(თ) რომ შორს არ არის ლუსტრაციის კანონის მიღება და უმკაცრესად და სამაგალითოდ დაისჯებით თქვე სულგაყიდულო მანქურთებო!
Alex.F.
24 ივნისი 2019 14:05
1
ხალხო,სანამ ისტორიაში ქექვას არ შეეშვებით არაფერი გვეშველება.წინ უნდა გავიხედოთ და დავივიწყოთ წარსული და ისტორიული თავის ქება.
ქომაგი
24 ივნისი 2019 10:10
13
რუსეთს აქვს თავისი დამსახურება საქართველოს წინაშე. დავიბრუნეთ ტერიტორიები, რუსეთის გავლით შევძელით ევროპულ ცივილიზაციას დავკავშირებოდით და გაგვერღვია ისლამური რკალი, ხოლო ის რაც დაგვემართა ჩვენი უნიათობის ბრალია და ჩვენი მოღალატეების, ლორეს ოლქი, საინგილო და ტაო კლარჯეთი სწორედ რომ ორჯონიკიძის და სტალინის დამსახურებით დავკარგეთ.
ის რაც დღეს ხდება ისევ ჩვენი ბრალი, ჩვენი მოღალატეების დამსახურებაა. თორემ არც სამაჩაბლოს დავკარგავდით და არც აბხაზეთს.
აქ საჭიროა გონიერი პოლიტიკა რაც ჩვენ არ გაგვაჩნია. რომ ყვირიხარ ნატოში მინდა და რაკეთები უნდა განვალაგოო, ექნება რუსეთს რეაქცია თვისთავად ცხადია.
ასე რომ რაც გვჭირს ჩვენთავს დავარბალოდ და არა რუსეთს
lasha
24 ივნისი 2019 07:58
26
აღარ ბნელა! საბჭოთა წარსულში ნასწავლს ნუ გვმოძღვრავთ აქ, სად იყო რუსეთი ჩვენ რომ ევროპულ ცივილიზაციას ვეზიარეთ, ანალიზის უნარი უნდა გქონდეთ, ვის აწყობს ქართველების "უნიათოდ" მოხსენიება და დაბეჩავება. ისტორია ისწავლეთ, არა საბჭოური წიგნებით, ყველაფერში გამოგადგებათ.
მარი
24 ივნისი 2019 16:57
7
სისულელეების ჩმახვას წიგნი წაიკითხო ჯობია.
akaki
24 ივნისი 2019 11:53
3
ყველა გამოხმაურება
ისტორიის ყურმოკვრით მცოდნეთ, გირჩევთ ამ თემაზე პოსტების წერას თავი დაანებოთ. სხვა საქმეს მიხედეთ!
aburjga
24 ივნისი 2019 07:42
5
იქნება ვინმემ გააგებიოს უწიგნურ ნაწულს.
მე 16 საუკუნიდან მოყოლებული ოსმანები და სპარსები საქართველოში იმტვრევდნენ ცხვირსა და ვერ მიდიოდნენ ჩრდილოეთისკენ.

რუსებს საქართველო არ დაუცვია.
რუსეთ თურქეთის ომში ეგენი იცავდნენ იმპერის გუბერნიას ანუ საქართველოს როგორც იპერიის ნაწილს და არაქვეყანას სახელმწიფოს..
lsd
24 ივნისი 2019 06:57
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული