ავსტრიულ შეკრებაზე მოსკოვის "ლოკომოტივმა" ამხანაგურ მატჩში ჩეხეთის "ზლინი" 4:2 დაამარცხა.
30-გრადუსიან სიცხეში ჩატარებულ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია "ლოკოს" მცველ საბა კვირკველიას, თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია კი მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე.
რკინიგზული კლუბის საიტის ცნობით, კვირკველია მწვრთნელებთან და სხვა ფეხბურთელებთან ერთად თამაშს ჩრდილიდან ადევნებდა თვალს და როდესაც კვარაცხელიამ მეტოქის მცველი ვერ მოატყუა, რომელიც გარეგნულად ძალიან ჰგავდა მათი გუნდის ყოფილ ნახევარმცველს, მალხაზ ასათიანს, ხუმრობით დაუძახა: "ვახ, ყოჩაღ, ხვიჩა, უფროსებს პატივს სცემ, მალხაზი არ მოატყუე!"
შემდეგ ფეხი მცველმა ლისოვმა იტკინა და კვარაცხელიასთვის პოზიციის შეცვლა გახდა საჭირო. მწვრთნელმა იური სიომინმა კვირკველიას უთხრა, ერთი გადაუთარგმნე კვარაცხელიას, რა უნდა გააკეთოსო.
და კვირკველიამ "გადაუთარგმნა": "ხვიჩა, კახა კალაძესავით ითამაშე!"