უკრაინელი სამშობლოში დაბრუნდება და კარიერას, დიდი ალბათობით, ლუგანსკის "ზორიაში" გააგრძელებს.
ივანისენიამ "დინამოს" რიგებში 2 წლის განმავლობაში 56 მატჩი გამართა, სადაც 7 გოლი და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც შეეხება დანამატს, ქუთაისის "ტორპედოდან" წასული მარცხენა მცველი გიორგი ქიმაძე კარიერას სწორედ "დინამოში" გააგრძელებს. მან თბილისურ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ის "ტორპედოს" ღირსებას 2014-15 წლების სეზონიდან იცავდა.
ოფიციალურად: ბათუმის "დინამომ" "ტორპედოდან" ლევან გეგეჭკორი დაიმატა
მოულოდნელი ცნობა - ქუთაისის "ტორპედომ" ნახევარმცველი დაიმატა