გიორგი დეკანოსიძემ გორის "დილა" დატოვა

AutoSharing Option
გორის "დილა" მთავარმა მწვრთნელმა გიორგი დეკანოსიძემ დატოვა - ამის შესახებ შიდაქართლული კლუბის ვებგვერდი იუწყება.

დეკანოსიძემ კლუბი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა და მის მოვალეობას, დროებით, სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთი წევრი, ირაკლი მოდებაძე შეასრულებს.

დეკანოსიძე "დილაში" მიმდინარე სეზონის წინ დაინიშნა და მისი ხელმძღვანელობით დილამ ეროვნულ ლიგაში 20 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 6-ჯერ იმარჯვა, 4 შეხვედრა ფრედ დაასრულა და 10-ჯერ დამარცხდა.

გორის "დილა" ეროვნული ლიგის 20 ტურის შემდეგ 22 ქულით, მე-7 ადგილს იკავებს.

დატოვა" style="height: 50px; width: 50px;" />ბათუმის "დინამო" გიორგი გადრანმა დატოვა - ის, სავარაუდოდ, "ტორპედოში" გადავა

altამბროსი ჩაჩუა: "ტორპედოს" ჩემი ოთხი თვის დავალიანება აქვს - ამ საკითხით იურისტები არიან დაკავებულნი

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 2 /
შაშიაშვილის ფეხი არ იყოს დადგმული ჩვენ სტადიონზე, ნორმალური მწვრთნელი მოძებნეთ ბოლო ბოლო.
Goreli
13:05 01-07-2019
0
რომბებმა და სამკუთხედებმა ვერ გაამართლა, ეხლა ვნახოთ ვის დანიშნავენ. სოსიაშვილი და შაშიაშვილი არა ოღონდ
. უარეს დღეში ჩავვარდებით.
აეეე
02:19 01-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული