"სან ხოსეს" მწვრთნელი: ვაკო ყაზაიშვილი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს

AutoSharing Option
"სან ხოსეს" მთავარმა მწვრთნელმა მატიას ალმეიდამ "ლოს ანჯელეს გალაქსის" (3:0) დამარცხების შემდეგ, ქართველი შემტევი ვაკო ყაზაიშვილი შეაქო, რომელმაც გოლის და საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა.

"ბედნიერი ვარ, დამაჯერებლად გავიმარჯვეთ. ვაკო ყაზაიშვილი ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფეხბურთს აჩვენებს. უკანასკნელ შეხვედრებში გამოაჩინა, რომ თამაში გააუმჯობესა", - განაცხადა ალმეიდამ.

ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას "სან ხოსე" MLS-ის 17 ტურის შემდეგ 25 ქულით დასავლეთ კონფერენციაში მეხუთე პოზიციას იკავებს, ქართველმა შემტევმა კი ბოლო 4 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული