30 ივნისს, ქართველების "ტობოლმა" ყაზახეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში გასვლაზე 1:0 სძლია "ჟეტისუს" და პირველ ადგილზე გადავიდა.
ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა შეუცვლელად ითამაშეს და ამ უკანასკნელის მიერ 32-ე წუთზე ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ მცველმა ფერნანდო კასაიმ გაიტანა გოლი.
"ტობოლი" 38 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ასტანას" 3 ქულით უსწრებს და თან, ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული.
5 ივლისს "ტობოლი" სწორედ "ასტანას" უმასპინძლებს.