ხვიჩა კვარაცხელია: "ლოკომოტივიდან" ჩემი წასვლა დაგეგმილი არ იყო

AutoSharing Option
ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც "ლოკომოტივი" დატოვა, რკინიგზულ კლუბს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ამაში მისი აგენტი დამნაშავე არ არის. თუმცა, გუნდიდან წასვლის მიზეზი არ განმარტა.

"პირველ რიგში, მადლობა ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს, კლუბის ყველა თანამშრომელს და რა თქმა უნდა, გულშემატკივრებს. მე გავიზარდე არამარტო როგორც ფეხბურთელი, არამედ როგორც ადამიანი. დიდი მადლობა იური სიომინს იმისათვის, რომ ასეთ გუნდში თამაშის შესაძლებლობა მომცა. მადლობა მწვრთნელის თანაშემწეებს, ისინი მუდამ მართებულად მიმითითებდნენ ჩემს შეცდომებზე. ეს მე პროგრესირებაში მეხმარებოდა. ყველაფრისთვის მადლობა.

გუნდიდან ჩემი წასვლა დაგეგმილი არ იყო. ვიცოდი,
მომავალი სეზონი აქ უნდა გამეტარებინა და ძალიან აღელვებული ვიყავი. თუმცა, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ამაში დამნაშვე ჩემი აგენტი არაა.

ყველაფრისთვის დიდი მადლობა! თქვენ ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი მომენტი მაჩუქეთ! ამ გუნდის გულშემატკივრები მთელს მსოფლიოში ყველაზე მაგარი ადამიანები არიან! მადლობა ყველას, ვინც ჩემი წასვლა გულთან მიიტანა და მათაც, ვისაც გაუხარდა", - წერს კვარაცხელია ინსტაგრამზე.

მკითხველის კომენტარები / 12 /
ეჰ ხვიჩა ამას არ წაიკითხავს მაგრამ. წადი შვილო ევროპაშIი, ცოტა აღიარეება გქონდა. აგენტი არ ვიცი მაგრამ, კარებებს ჩამოვუღებდი ყველას და მანამდე ტელეფოი მექნებოდა მისვარკებული ყურზე. არ გინდათ ამ რუსების უკა ნალზე კოცნით დამშვიდობებები. დარბიან და ურტყავეწნ და ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს სწორად თამაში, შწირდებათ ქაღტული ტალანტები და გროშებად იღებენ მათ> შენი ხნის ადამიანი პრემიერ ლიგაზე უნდა ფიქრობდეს, ანდ თუ გინდ რომელიმე მოწინავე ევროპული ქვეყნიდ ლიგებზე. ერთი ცხოვერება გაქვს და მიაწექი ბოლომდე. სიომინი კარგი კაცია და მწვრთნელი და იცის ქართული ფებურთის ფასი და ჩვენი ნატურალური ფეხბურთის ნიჭი. ტყუილად არ შეგაქებდა და ისე შეგაქო რომ იცის რომ უფრო მეტს იმსახურებ. ფეხბურთის კარიერა გრძელი არ არის, ამიტომ დაიკელი სიამოვნება და იყავი ჯანმრთელი და ფორმიდან ამოვარდნის საშუალებას ნუ მისცემ თავს. ფორმიდან ამოვარდნილებს ხშირად ტრამვები მოსდით დიდ სისწრაფეებზე და შეიძლება კარიერაც გადაგედოს ან დაგიმთავრდეს უდროოდ. ყოველთვის მზად უნდა იყო 90 წუღთIს სათამაშოდ და მეტისაც. მოკლედ ბევრი რომ არ ცწერო დაისახე მაღალი მწვერავლების დაპყრობა და ნელ ნელა ადი!!! წარმატებები საქართველოს დღეს უფრო მეტად სჭირდება...
niko
10:09 02-07-2019
1
რუსეთის ლიგა დიდი პერსპექტივით არ გამოირჩევა, მაგრამ "ლოკო" კარგი გუნდია და რაც მთავარია სიომინი კარგი მწვრთნელი და ნორმალური პიროვნება ჩანს. კიდევ ერთი წელი რომ დარჩენილიყო, კარგი იქნებოდა. იმედია მაქაური გამოცდილება ხვიჩას გამოადგება და კარგ ევროპულ გუნდში მონახავს ადგილს. ეგ ტალანტი დასაკარგი არ არის!
მერაბი
09:51 02-07-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული