ლევან მჭედლიძე, რომელმაც 13 წლის შემდეგ "ემპოლი" დატოვა, Instagram-ზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს და აწ უკვე ყოფილ კლუბს ემშვიდობება.
"არ ვიცი, როგორ დავიწყო, ან დავამთავრო! ამდენი წლის შემდეგ, ეს მომენტიც დადგა - ეს ფეხბურთია. მადლობას ვუხდი "ემპოლის" ოჯახს ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ. თქვენ ყოველთვის ჩემს გულში დარჩებით", - წერს ლევან მჭედლიძე Instagram-ზე.
ქართველმა თავდამსხმელმა "ემპოლის" რიგებში 152 მატჩი ჩაატარა, სადაც 19 გოლის გატანა მოახერხა.
ლევან მჭედლიძის მომავალი კლუბის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით უცნობია.
ლევან მჭედლიძე და "ემპოლი" დაშორდნენ - 13-წლიანი ისტორიის დასასრული