ნახევარი მლნ კვარაცხელიას, 3 მლნ აგენტს - რუსული მედია ფინანსურ დეტალებზე წერს

AutoSharing Option
რუსული გამოცემა Metaratings.ru წერს, რომ მას შემდეგ, რაც ხვიჩა კვარაცხელია ვერ მოელაპარაკა "ლოკომოტივს" და ყაზანის რუბინში აღმოჩნდა, ცნობილი გახდა აღნიშნული ტრანსფერის ფინანსური დეტალები.

გამოცემა ირწმუნება, რომ "რუბინმა" თავად ფეხბურთელს 500 000 ევრო გადაუხადა ბონუსის სახით და მისი ხელფასი ყაზანურ კლუბში თვეში 30 000 ევრო იქნება, რომელიც შესაძლოა 50 00 ევრომდე გაიზარდოს.

ხოლო რაც შეეხება მოთამაშის აგენტს, გამოცემის მიხედვით მამუკა ჯუღელმა ამ ტრანსფერიდან საკმაოდ დიდი თანხა - 3 მილიონი ევრო მიიღო. აღსანიშნავია, რომ "ლოკომოტივსაც" იგივე პირობები შესთავაზეს, თუმცა მოსკოვურ კლუბში ზედმეტად
დიდ თანხად მოეჩვენათ.

altხვიჩა კვარაცხელია რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

alt"რუბინი": ხვიჩა კვარაცხელია შემოგვიერთდა [PHOTO]

altიური სიომინი: ხვიჩა კვარაცხელია სუპერტალანტია, მისი წასვლის გამო ცრემლები წამომივიდა



Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 12 /
აქ ზოგიერთი კითხვას სვამს რუსთავმა რატო გაუწყვიტა კონტრაქტი ერთი კვირით ადრე როცა შეიძლება ფინანსური სარგებელი ენახაო, თქვენ რუსთავის ხელმძღვანელობა სულელები გგონიათ? ანუ გგონიათ რომ თქვენ მიხვდით სარგებელი რომ ექნება კლუბს და თვითონ ვერ მიხვდნენ? იმიტომ გაუწყვიტეს ერთი კვირით ადრე კონტრაქტი რომ ასე შეთანხმდნენ ფეხბურთელის მენეჯერი და კლუბის ხემძღვანელობა. რომარ გაეწყვიტათ კონტრაქტი მაშინ ფული კლუბის ბიუჯეტში უნდა შესულიყო და ეხლა კიდე კონკრეტული პირების ჯიბეებში ჩაეშვება, კლუბს კი ვირის თავ ფეხი. ეხლა იმ 3 მილიონიდან რაც ჯუღელმა აიღო გარკვეული თანხა რუსთავის ხელმძღვანელების ჯიბეებში წავა, ხოლო კლუბის ფინანსები სულ ფეხებზე კიდიათ, თუ პრობლემა შეიქმნება ნიანგის ცრემლებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოითხოვენ თანხებს, თუ მისცეს თანხა ბიუჯეტიდან ხომ კარგი ცოტა ხნით კლუბსაც ეყოფა და მათაც საღრღნელად, თუ არადა რუსთავი რომც დაიშალოს და გაუქმდეს ეხლა მაგ კლუბის ხელმძღვანელებს მაგის მეტი დარდი არ აქვთ რა, სხვაგან წავლენ სხვა ბიუჯეტის ფულის საღრღნელად. ამიტომ არ აქვს ქართულ ფეხბურთს მომავალი და არც ექნება სანამ თუნდაც ერთი კლუბი სახელმწიფოს ხარჯზე იქნება
dinamo
18:10 04-07-2019
0
საღოლ ჯუღელს მინი რაიოლა ჰაერში ააგდო....
კახა
16:56 04-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული