ოფიციალურად: გიორგი ლორია "ანორთოსისის" ფეხბურთელია [VIDEO]

AutoSharing Option
გიორგი ლორია ფამაგუსტას "ანორთოსისის" ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაციას კვიპროსული კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის ხელშეკრულება 2021 წლამდე გაფორმდა. არაფერია ნათქვამი ფინანსური საკითხების შესახებ.

კლუბი მიესალმება 33 წლის მეკარის გუნდში მისვლას და წარმატებებს უსურვებს მას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების მეკარეს აქამდე თბილისის "დინამოში", "ოფიში", "კრილია სოვეტოვში", "ანჟისა" და "მაგდებურგში" უთამაშია.

"ანორთოსისში" გიორგი ლორიას გარდა თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი და ნიკა კაჭარავა ითამაშებენ. გუნდის მთავარი მწვრთნელი, კი თემურ ქეცბაია გახლავთ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჭანტურიაც დაიმატოს და ეგაა... კარგი გუნდი დადგებოდა ანორთოსისი.
ლაშა
14:32 05-07-2019
1
2qartvelic daimatet orsac rubini daamatebs da gveyoleba rubin-anortosisis dakompleqtebuli nakrebi :-):-):-):-)
Va-Le
16:19 05-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული