ევროპა ლიგაზე თბილისის "დინამოს" მეტოქე გაირკვა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამოს" მოწინააღმდეგე ანდორის "ენგორდანი" იქნება.

"ენგორდანმა" შესარჩევ ეტაპზე ორივე მატჩში სძლია სან მარინოს "ფიორიტას" (2:1, 1:0) და "დინამოსთან" თამაშის უფლება მოიპოვა.

"დინამოსა" და "ენგორდანის" პირველი შეხვედრა 11 ივლისს თბილისში ჩატარდება, განმეორებითი კი 18 ივლისს 1 299-ადგილიან "კომუნალეზე".

"ენგორდანი" ეროვნულ ჩემპიონატში 27 ტურის შემდეგ 33 ქულით მე-4 ადგილზეა.

თბილისის "დინამო" კი უკანასკნელ ხანს საკმაოდ გაძლიერდა, ბოლო 7 მატჩი მოიგო, ეროვნულ ლიგაზე გალიდერდა და წესით, ანდორული ბარიერი უნდა დასძლიოს.

Sportall.Ge




მკითხველის კომენტარები / 4 /
რა დღეში ვართ... :( ანდორის ჩემპიონატის მე-4 გუნდთანაც რომ უნდა დავამატოთ - წესით უნდა მოიგოს ეროვნული ლიგის ლიდერმაო... ფუი... ჩვენ ბედზე აღარაფერს ვიტყვი :)))
Dato
00:42 05-07-2019
5
ერდოღანს გავაგდებთ.
ddgfdf
02:00 05-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული