ნოდარ ქავთარაძე: "გაბალა" არაა ის გუნდი, რომელსაც "დინამო" ვერ მოუგებს

AutoSharing Option
ორიოდე დღეა, თბილისის "დინამომ" შემტევი ნახევარმცველი ნოდარ ქავთარაძე შეიმატა.

საქართველოს ჩემპიონატის გამორჩეული ფეხბურთელი, 26 წლის უნივერსალი, ვისაც ფლანგებზეც შეუძლია თამაში და ცენტრშიც. უკვე ბათუმის "დინამოსთან" შეხვედრამ გამოაჩინა, რომ ის დიდი ძალა იქნება თბილისური კლუბისთვის.

ნოდარ ქავთარაძის საფეხბურთო კარიერა მოსკოვის "ლოკომოტივში" დაიწყო. სხვადასხვა დროს უთამაშია "ტიუმენში", ტვერის "ვოლგაში", მაიკოპის "დრუჟბაში", თბილისის "ლოკომოტივში", გორის "დილასა" და ქუთაისის "ტორპედოში", საიდანაც თბილისის "დინამოს" მიაშურა.

"ლელომ" ნოდარ ქავთარაძესთან ინტერვიუ ჩაწერა...

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ნოდარ, რატომ აირჩიეთ თბილისის "დინამო"?
- ეს არის უდიდესი ისტორიისა და
ტრადიციების მქონე ქართული კლუბი და ამით ყველაფერია ნათქვამი! თამაშობს ევროთასებზე და აქვს კონკრეტული მიზნები. გარდა ამისა, ლიდერობს საქართველოს ჩემპიონატს. ეს არის გუნდი, რომელიც აკმაყოფილებს ჩემს საფეხბურთო ამბიციებს.

- როგორია პირველი შთაბეჭდილებები?
- ძალიან დადებითი. "დინამოში" ყველა პირობაა იმისთვის, რომ კარგად ითამაშო ფეხბურთი. ძალიან კარგი ბაზა, შესანიშნავი სამწვრთნელო შტაბი, თანაგუნდელები, პერსონალი... ძალიან თბილად მიმიღო ყველამ და ამისთვის დიდი მადლობა მათ! დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ და თავს ძალიან შინაურულად ვგრძნობ.

- კარს მოგვადგა ევროთასები. თქვენი აზრით, რა შეუძლია "დინამოს"?
- ორი აზრი არ არის, რომ პირველი ბარიერი უსათუოდ უნდა გავიაროთ. ვფიქრობ, არც აზერბაიჯანული "გაბალა" ის გუნდი, რომელსაც "დინამო" ვერ მოუგებს. მერე ვნახოთ, რომელ გუნდს შეგვახვედრებს წილისყრა ასეთ შემთხვევაში. ყველანი იმედიანად ვართ ევროთასების წინ...


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული