ქართველების "რუბინი" ცსკა-სთან განადგურდა

AutoSharing Option
ქართველების "რუბინი" ამხანაგურ მატჩში ცსკა-სთან 0:4 დამარცხდა.

15 ივლისს, რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "რუბინი" მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება და რუსეთის დედაქალაქში ნაადრევად ჩავიდა, სადაც "ვატუტინის" ბაზაზე ცსკა-მ დაჯაბნა.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან ყაზანური გუნდი მწვრთნელის, კურბან ბერდიევის წასვლის შემდეგ სერიოზულად გადახალისდა და გაახალგაზრდავდა, შეთამაშება აკლია და როგორც ჩანს, მაღალი მიზნებისთვის ვერ იბრძოლებს.

თუმცა, ქართველი ლეგიონერებისთვის აქ ერთი პლუსი არსებობს - ხშირად მოუწევთ თამაში.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია ძირითად შემადგენლობაში იყვნენ, პირველი 65-ე წუთზე შეცვალეს, მეორე 57-ეზე,
ბექა მიქელთაძე კი, რომელიც გუნდს მხოლოდ გუშინ შეუერთდა, 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში მე-80 წუთამდე 0:1 იყო და ბოლოს მოახერხეს გამოცდილმა არმიელებმა სტუმრების გატეხვა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული