ევროპა ლიგა: სად ვუყუროთ ქართული კლუბების თამაშებს და ვინ რა თქვა მატჩის წინ

AutoSharing Option
დღეს, 11 ივლისს, ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ქართველი კლუბი ჩაერთვება.

პირველ შეხვედრას ყაზახეთში "ორდაბასის" წინააღმდეგ ქუთაისის "ტორპედო" გამართავს. ეს დაპირისპირება თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება და მისი პირდაპირ ეთერში ხილვა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის "პირველ არხზე" იქნება შესაძლებელი.

კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა კახა ჩხეტიანმა და კახა ცხადაძემ დღევანდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრეს:

altკახა ჩხეტიანი: 42 გრადუს სიცხეში ვითამაშებთ - არავისი არ გვეშინია

altკახა ცხადაძემ სტაჟირება "ლაციოში" გაიარა და "ტორპედოს" დამარცხებას იმედოვნებს

თბილისის "დინამო" "დინამო არენაზე" ანდორულ "ენგორდანს" მიიღებს. შეხვედრა 21:00 საათზე

აიღებს სტარტს.

მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელი გადასცემს.

გუშინ კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენცია გამართეს და მომავალი მატჩის შესახებ ისაუბრეს:


altთბილისის "დინამოს" მწვრთნელი: ჩვენთან "ენგორდანთან" თამაში პრესტიჟულია

alt"ენგორდანის" მწვრთნელი "დინამოზე": თვითმკველობა იქნება, თუ ჩემს მოთამაშეებს ამას მოვთხოვ...

მესამე შეხვედრა კი, რომელშიც ქართული კლუბი მიიღებს მონაწილეობას, ლუქსემბურგში გაიმართება, სადაც საჩხერის "ჩიხურა" ადგილობრივ "ფოლას" დაუპირისპირდება. მატჩი 21:30 საათზე დაიწყება.


Sportall.ge-ს ჟურნალისტი ხვიჩა ყაზაიშვილი ლუქსემბურგში იმყოფება და სიახლეებზე ადგილიდან იმუშავებს.

მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე "ჩიხურას" დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ და მოთამაშემ გიორგი კორიფაძემ შეხვედრის შესახებ ისაუბრეს:

altგიორგი კორიფაძე: "ჩიხურასთვის" დამაკმაყოფილებელი შედეგი მხოლოდ გამარჯვება იქნება

alt"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
კაი ხალხი ხართ ტქვენ რო ასე გვატყობინებთ დროულად ყველაფერს ბაჩო კაი კაცი ხარ ბრატ
შმაგი ლომთაძე
12:49 11-07-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული