"ორდაბასისა" და "ტორპედოს" მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

AutoSharing Option
11 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი "ორდაბასისა" და "ტორპედოს" შორის 0:0 დასრულდა.

მძიმე ფინანსური ვითარების გამო "ტორპედო" თორმეტმა ფეხბურთელმა დატოვა და მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა მოედანზე ხელახლა ჩამოყალიბებული გუნდი გაიყვანა. 20-ათასიანი სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რისი მიზეზიც ალბათ, სიცხე იყო - შეხვედრის დასაწყისში ტემპერატურა პლუს 38 გრადუსი იყო.

მიუხედავად ასეთი სერიოზული პრობლემებისა, "ტორპედომ" თამაში მშვიდად დაიწყო, მეტოქეს არაფერსაც არ უთმობდა და გასაქანსაც არ აძლევდა. თამაში ვერ მიმდინარეობდა მაღალ ტემპში, თვალსასეიროც არ გახლდათ და მომენტებიც არ იქმნებოდა.

მეტოქე
სადღაც მე-20 წუთისთვის უპირატესობას კი დაეუფლა, მაგრამ ძალიან ერთფეროვნად (მარცხენა ფლანგიდან ბურთის ცენტრში ჩაკიდებით) და უხიფათოდ უტევდა. პირველი რეალური მომენტი შიმკენტელებს 39-ე წუთზე ჰქონდათ, როდესაც იერლანოვმა ახლო მანძილიდან თავით დაარტყა ბურთი და მეკარე კვასხვაძე იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

შიმკენტი. "კაჟიმუკან მუნაიტპასოვი"
ორდაბასი - ტორპედო 0:0

ორდაბასი: ნეპოგოდოვი, მალანგუ, იერლანოვი, მეანოვიცი, ტოლებეკი, ჟანგილიშბაი, დიახატე, მალი, დოსმაგამბეტოვი, ფონტანელო, ჟოაო პაულო

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ნებიერიძე, ჭიჭინაძე, ხურცილავა, ფონიავა, ცინცაძე, ნადარია, ჩოგაძე, ციცქიშვილი, კაპანაძე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული