11 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის პირველი ტაიმი თბილისის "დინამომ" "ენდოგრანს" 2:0 მოუგო.
თავიდანვე გამოჩნდა, რომ მეტოქე "დინამოს" ტოლ-სწორი არ არის და კლასში სხვაობა ძალიან დიდია. ანგარიში თავისი საფირმო საჯარიმო დარტყმით ნინუამ გახსნა, შემდეგ კი კუხიანიძემ შორიდან ცხრიანში ჩააჭედა ბურთი.
30-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი სტუმართა მცველს, ბრიტოს ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა ეტყობა, ვერ დაინახა.
თბილისი. "დინამო არენა"
დინამო - ენდოგრანი 2:0
გოლები: 1:0 ნინუა (6), კუხიანიძე (21)
დინამო: პერალესი, რუხაია, მონხილი, კობოური, კუხიანიძე, შენგელია, პაპავა, ქიმაძე, კუტალია, ნინუა, ქავთარაძე
ენდოგრასი: კოკა, ბრიტო, ბოუარმა, სპანო, ლაფონტი, ხილი, სოარესი, აგუერო, სერა, გომესი, ვარელა
ენდოგრასი: კოკა, ბრიტო, ბოუარმა, სპანო, ლაფონტი, ხილი, სოარესი, აგუერო, სერა, გომესი, ვარელა