წინ გზა განათდა - რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე

AutoSharing Option
11 ივლისს ქართულმა კლუბებმა  ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გამართეს.

მანამდე 10 ივლისს თბილისის "საბურთალომ" ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ისტორიული შეხვედრა გამართა.

"საბურთალომ" არსებობის ისტორიაში პირველად ითამაშა ევროთასებზე, პირველად მოიგო და საერთოდ ამ ეტაპზეც პირველადაა.

საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა სტუმრად ტირასპოლის "შერიფი" ანგარიშით 3:0 დაამარცხა და საპასუხო შეხვედრის წინ ჩინებული ფორა მოიპოვა.

რაც შეეხება ქართულ კლუბებს ევროპა ლიგაზე, არც აქ გვაქვს საქმე ურიგოდ. ერთადერთი გუნდი, რომელიც დამარცხდა ქუთაისის "ტორპედოა". მართალია ყველა გულშემატკივრობდა "ტორპედოს", მაგრამ სიმართლე ვთქვათ გუნდი ძალიან დასუსტებული
იყო და მსგავსი შედეგი მოსალოდნელიც იყო.

საჩხერის "ჩიხურამ" და თბილისის "დინამომ" კი ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თავიანთი მატჩები მოიგეს.

სარეიტინგო ქულები

ქართული კლუბების პირველი მატჩების შემდეგ შეგვიძლია დავთვალოთ რამდენი სარეიტინგო ქულა მიიღეს გუნდებმა უეფას კოეფიციენტების ცხრილში.

თავიდანვე გეტყვით როგორ მუშაობს ქულების სისტემა:

  • საქართველო უეფას კოეფიციენტების ცხრილში 4 გუნდით არის წარმოდგენილი. ერთი გუნდი ჩემპიონთა ლიგის კვალიფიკაციაში ასპარეზობს, 3 ევროპა ლიგის.

  • საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებისთვის იწერება 1 ქულა, ხოლო ფრისთვის 0.5. ჯგუფურ ეტაპზე სხვა ქულათა სისტემაა.

  • რადგან საქართველო ევროთასებზე 4 გუნდით არის წარმოდგენილი აღნიშნული ქულები იყოფა 4-ზე. შესაბამისად ნებისმიერი ქართული გუნდი ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპზე მოგებისთვის იღებს 0.25 ქულას, ხოლო ფრისთვის 0.125 ქულას, წაგებაზე ქულები არ იწერება.

თუ რამე ვერ გაიგეთ შეგიძლიათ კომენტარებში მოგვწეროთ.

ახლა კი გადავიდეთ ქართული კლუბების უკვე მოპოვებულ ქულებზე:

თბილისის "საბურთალომ" ტირასპოლის "შერიფი" სტუმრად 3:0 დაამარცხა და მიიღო 0.25 ქულა.

თბილისის "დინამომ" "ენგორდანი" შინ 6:0 გაანადგურა, ხოლო საჩხერის "ჩიხურამ" სტუმრად "ფოლა ეშს" 2:1 მოუგო. "საბურთალოს" მსგავსად "დინამომ" და "ჩიხურამაც" 0.25 ქულა აიღეს. სამწუხაროდ "ტორპედომ" წააგო და შესაბამისად სარეიტინგო ქულები ვერ მოიპოვა.

საერთო ჯამში ქართული კლუბების მონაგარი ევროთასების პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების შემდეგ 0.75 ქულაა, რაც ნამდვილად კარგი შედეგია. არ დაგავიწყდეს ეს ხომ მხოლოდ დასაწყისია.

უეფას სარეიტინგო ქულები:

  • "საბურთალო" - 0.25 ქულა
  • "დინამო" (თბ) - 0.25
  • "ჩიხურა" - 0.25
  • "ტორპედო" - 0
  • ჯამში: 0.75

სად ვიყავით და რა მომავალი გველის?

უეფას კოეფიციენტების რეიტინგში ამ დროისთვის 47-ე ადგილი გვიჭირავს. რაც უფრო მაღლა არის გუნდი უეფას რეიტინგში მით უფრო კარგი ადგილი ხვდება ევროთასების კვალიფიკაციაში და შესაძლოა პირდაპირი საგზურიც კი მიიღოს ევროთასებზე, ამიტომ ქართულ კლუბებს ევროთასებზე კარგი გამოსვლა მართებს, რომ მეტი სარეიტინგო ქულები დააგროვონ და უფრო კარგი ადგილები დაიკავონ რეიტინგში.

ბოლო 5 სეზონის განმავლობაში ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე 4.75 ქულა დააგროვეს. საუკეთესო სეზონი გასული 2018/19 იყო.

ბოლო ხუთ წელიწადში სწორედ გასულ სეზონში ავიღეთ ყველაზე მეტი 1.625 ქულა, რაც დიდწილად ქუთაისის "ტორპედოს" დამსახურება იყო, რომელიც ყველაზე შორს გავიდა ევროთასების კვალიფიკაციაში, კერძოდ კი ევროპა ლიგის პლეი-ოფში ითამაშა, სადაც "ლუდოგორეცთან" დამარცხდა.

ე.წ. მიმდინარე ცხრილში საქართველო 48-ე ადგილზე იმყოფება, თუმცა ეს სიტუაცია აუცილებლად შეიცვლება. უელსმა დროებით გადაგვისწრო, თუმცა მათი ორი წარმომადგენელი უკვე გავარდა გათამაშებიდან.

"ლაივ" ცხრილი  მიმდინარე წლის შედეგებით ითვლება ბოლო 4 სეზონის ქულებს მიმდინარე სეზონის ქულები ემატება და ჯერჯერობით 4.25 ქულა გვაქვს.

არსებული ცხრილი
2014/15 2015/2016 2016/17 2017/18 2018/19 ჯამი
1.250 0.625 1.125 0.125 1.625 4.750

მიმდინარე ცხრილი
2015/16 2016/17 2017/18 2018/19 2019/2020 ჯამი
0.625 1.125 0.125 1.625 0.75 4.25

ქართულ კლუბებს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგი შანსი აქვს, რომ მოპოვებული ქულები გააორმაგონ, რადგან სტუმრად მოპოვებული გამარჯვების შემდეგ შინ მოგება არ უნდა გაუჭირდეთ, ხოლო "დინამოს" მეტოქე საკმაოდ სუსტია და არც დინამოელებს უნდა ჰქონდეთ პრობლემა.

რაც შეეხება "ტორპედოს", ქუთაისელებს დიდი ბრძოლა ელოდებათ საკუთარ კედლებში.

თან არ დაგვავიწყდეს, რომ წინ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპია, სადაც ქართული კლუბები კიდევ მოიპოვებენ ქულებს, ამიტომ შეიძლება ითქვას წინ გზა განათდა და მხოლოდ უკეთესის იმედი უნდა გვქონდეს.

ადრე ფინანსურ ინფორმაციასაც გთავაზობდით, მაგრამ წელს უეფამ ფინანსური შემოსავლის განაწილების შესახებ დოკუმენტი არ გამოაქვეყნა და შესაბამისად არაზუსტი და არაოფიციალური ინფორმაციის გადმოცემა არ გვსურს.

altსარეიტინგო ქულები და ფინანსები - რამდენი გამოიმუშავეს ქართულმა კლუბებმა ევროთასებზე


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 16 /
torpedos damsaxurebaa cels ro 4 gundit vart da ase gadagvixada pederaciam da chachavam samagiero. aba tkven icit jurnalistebo dabloket simartle, ar gevasat
KUTAISELI
16:12 13-07-2019
5
დინამო-გაბალას მატჩი მაგიტოა მნიშვნელოვანი გაბალას გამოგდების შემთხვევაში აზერებს პოტენციურ ქულებს ვაკლებთ და უფრო მეტად ვუახლოვდებით 26-ე ადგილს მე არ მიმაჩნია არარეაალურად მაქ გასვლა თუ მინიმუმ ორი გუნდი გავა ჯგუფურზე
საბურთალოზე დარწმუნებული ვარ რომ გავა დინამოსაც რეალური შანსი აქვს ჩიხურასგან არაფერი არ გამიკვირდება თან მგონია რომ მეორე ეტაპსაც დაძლევს და გააჩნია მესამეზე ვინ შეხვდება ტორპედოსაც ნუ ჩამოვწერთ
ვასიკო
14:17 13-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული