გია გრიგალავამ ბურთი ცაციათი ტყვიასავით ჩააჭედა და "არსენალს" ქულა მოუპოვა [VIDEO]

AutoSharing Option
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
 
AUTO PLAY
რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში თავი "არსენალის" მცველმა გია გრიგალავამ გამოიჩინა.

გრიგალავას გუნდი ტულაში 0:1 მარცხდებოდა მოსკოვის "დინამოსთან", 84-ე წუთზე მან შორიდან მარცხენა ფეხით დარტყმული ბურთი გაიტანა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

გია "არსენალის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს და მისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.

15 ივლისს, მოსკოვში "ლოკომოტივსა" და "რუბინს" შორის მეტად საინტერესო მატჩი გაიმართება - ყაზანურ გუნდში ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობენ და მეტადრე საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს ეს უკანასკნელი, რომელიც აქამდე "ლოკოში" ასპარეზობდა.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგარი გოლი გაიტანა, ეს ერთი და სხვა მრავალი, გახსნა ქართული გოლები
irakli
13:23 13-07-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული