This is a modal window.
The media could not be loaded, either because the server or network failed or because the format is not supported.
რუსეთის ჩემპიონატის პირველ ტურში თავი "არსენალის" მცველმა გია გრიგალავამ გამოიჩინა.
გრიგალავას გუნდი ტულაში 0:1 მარცხდებოდა მოსკოვის "დინამოსთან", 84-ე წუთზე მან შორიდან მარცხენა ფეხით დარტყმული ბურთი გაიტანა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
გია "არსენალის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს და მისი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია.
15 ივლისს, მოსკოვში "ლოკომოტივსა" და "რუბინს" შორის მეტად საინტერესო მატჩი გაიმართება - ყაზანურ გუნდში ზურიკო დავითაშვილი, ბექა მიქელთაძე და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობენ და მეტადრე საინტერესოა, როგორ წარმოაჩენს თავს ეს უკანასკნელი, რომელიც აქამდე "ლოკოში" ასპარეზობდა.