"ტორპედო" გულშემატკივრებს "ორდაბასისთან" მატჩზე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ქომაგებს "ორდაბასისთნ" ევროპა ლიგის შესარჩევი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მხადაჭერისკენ მოუწოდებს და განცხადება კლუბის საიტზე გამოაქვეყნა:

"18 ივლისს, "ტორპედო" თბილისში ევროპალიგის პირველი ეტაპის საკვალიფიციო ეტაპის საპასუხო მატჩში "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩის ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღეა ონლაინ-გვერდ TKT.GE-ზე მიმდინარეობს. თავდაპირველად, მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 7 ლარს შეადგენდა, თუმცა, კლუბის, გულშემატკივრის ინტერესისა და მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბილეთის ფასი 2 ლარი იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ მატჩს გულშემატკივართა დიდი რაოდენობა დაესწროს. "ტორპედო" ის კლუბია, რომლის წარმატებაც გულშემატკივრებთან ასოცირდება, შესაბამისად, თქვენი როლი ამ
მატჩშიც განსაკუთრებული იქნება. "ტორპედოს" ძალიან სჭირდება თქვენი მხარდაჭერა!

ყველა იმ გულშემატკივარს, რომელმაც უკვე შეიძინა ბილეთი 7 ლარად, საჩუქრად საკლუბო ატრიბუტიკას გადავცემთ.

მოდი მიხეილ მესხზე, ერთად შევძლებთ!"

"ტორპედოსა" და "ორდაბასის" მატჩი "მიხეილ მესხზე" 18 ივლისს 21:00 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
mivalt ki ara dedasac utirebt, rogorc charchan kukechtan, chven arasdros vtovebt torpedos gasachurchi da bolomde cavkvebit ra gachirvebachic ar unda ikos gundi, movalt sakartvelostvis, kutaisistvis.
KUTAISELI
15 ივლისი 2019 09:04
0
მე მივალ აუცილებლად
ზუგდიდი
15 ივლისი 2019 02:16
0
ყველაზე დიდი მხარდაჭერა იქნება სიმბოლურ თანხად 1 ლარად გაყიდვა ბილეთების და დარწმუნებული ვარ გადაივსება სტადიონი
ზურა
14 ივლისი 2019 03:16
4
ყველაზე მეტად მაინც ქუთაისელები უნდა მივიდნენ საკუთარი გუნდის საგულშემატკივროდ და არ მიატოვონ საკუთარი გუნდი მე მაგალითად ოზურგეთელი ვარ და რომ შემეძლოს მივიდოდი მერცხალი რომ თამაშობდეს აუცილებლად წავიდოდი იმიტომ რომ ჩემი პასუხისმგებლობა იქნებოდა თუმცა არანაკლებ ვგულშემატკივრობ მთელი გულით ტორპედოს ვიდრე მერცხალს ვუგულშემატკივრებდი ნებისმიერი კლუბის თამაშზე პასუხისმგებლობა საკუთარ ქალაქელებს ენიჭება თუმცა ეს ეროვნული მნიშვნელობის თამაშია და სხვებიც უნდა დაეხმაროთ ქუთაისელებს
vasiko
13 ივლისი 2019 22:25
0
დინამოს ფან კლუბს “ გლადიატორებს” ნუთუ საამაყო არ იქნება რო ორგანიზება გაუწიოთ და დინამოს გულშემატკივარი ტორპედოს მხარდასაჭერად წავიდეს.. ასეთი მხარდაჭერა სპორტსაც სჭირდება ქვეყანას და ადამიანურ ურთიერთობებსაც..
რიგითი
13 ივლისი 2019 15:37
0
მე გამომრჩა ინფორმაცია რატომ არ ჩატარდება ქუთაისში ეს თამაში, მარა ყველა ვარიანტში თუ ქუთაისში არა მაშინ ზესტაფონია ახლოს და იქ ბევრი ქუთაისელი იქნებოდა თავის გუნდის საქომაგოთ.
Geo_Dinamo
13 ივლისი 2019 15:26
0
ისე ზესტაფონში რო ჩაეტარებინათ უფრო ბევრი ქუთაისელი მივიდოდა...
ზესტაფ დონი
13 ივლისი 2019 10:44
0
ქუთაისელიც და ყველა ქართველი უნდა მივიდეს!
kika
13 ივლისი 2019 08:16
0
ამ ქალაქში მეტრო 11 საათამდე მუშაობს , როგორ წავა ის ხალხი სახლებში , თამაშის დამთავრების შემდექ, ტაქსებიით, დაფიქრდით რა.
besaroni
13 ივლისი 2019 08:07
2
Grisha მესხზეა თამაში ქუთაისლობა რა შუაშია
კახა
13 ივლისი 2019 03:15
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული