"ტორპედო" გულშემატკივრებს "ორდაბასისთან" მატჩზე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" ქომაგებს "ორდაბასისთნ" ევროპა ლიგის შესარჩევი ეტაპის განმეორებით შეხვედრაში მხადაჭერისკენ მოუწოდებს და განცხადება კლუბის საიტზე გამოაქვეყნა:

"18 ივლისს, "ტორპედო" თბილისში ევროპალიგის პირველი ეტაპის საკვალიფიციო ეტაპის საპასუხო მატჩში "ორდაბასს" დაუპირისპირდება.

აღნიშნული მატჩის ბილეთების გაყიდვა რამდენიმე დღეა ონლაინ-გვერდ TKT.GE-ზე მიმდინარეობს. თავდაპირველად, მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასი 7 ლარს შეადგენდა, თუმცა, კლუბის, გულშემატკივრის ინტერესისა და მატჩის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ბილეთის ფასი 2 ლარი იქნება.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტულ მატჩს გულშემატკივართა დიდი რაოდენობა დაესწროს. "ტორპედო" ის კლუბია, რომლის წარმატებაც გულშემატკივრებთან ასოცირდება, შესაბამისად, თქვენი როლი ამ
მატჩშიც განსაკუთრებული იქნება. "ტორპედოს" ძალიან სჭირდება თქვენი მხარდაჭერა!

ყველა იმ გულშემატკივარს, რომელმაც უკვე შეიძინა ბილეთი 7 ლარად, საჩუქრად საკლუბო ატრიბუტიკას გადავცემთ.

მოდი მიხეილ მესხზე, ერთად შევძლებთ!"

"ტორპედოსა" და "ორდაბასის" მატჩი "მიხეილ მესხზე" 18 ივლისს 21:00 საათზე დაიწყება.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 13 /
მე რპომ ქუთაისელი ვიყო უეჭველი მივიდოდი
Grisha
13 ივლისი 2019 01:50
17
ვინც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარია, ყველა მივა ტორპედოს თამაშზე. მე დინამოს ფანი ვარ, მაგრამ თამაშზე აუცილებლად მივალ და ქუთაისელებზე არანაკლებ ვუგულშემატკივრებ ტორპედოს. ტორპედო ქართული ფეხბურთი სიამაყეა.
გიზოგ
13 ივლისი 2019 20:02
0
შენ თუ ქართვეელი ხარ,უეჭველად მიხვალ გრიშა.აი ეს არის სწორი სიტყვა.ქუთაისიდან შორია და ტორპედოს იმან უნდა უგულშემატკივროს ვისაც შეუძლია,ვინც ახლოა და ვისაც გული შესტკივა ქართულ ფეხბურთზე.შარშან ტორპედომ მთელ საქართველოს მოსწმინდა სირცხვილი.ამჟამად თვითონ ტორპედოა უკიდურესად გაჭირვებული და ყველას ვალია,ვისაც შეუძლია მისვლა,მივიდეს და ისე უგულშემატკივროს ბიჭებს,როგორც საკუთარ მოედანზე გულშემატკივრობენ მისი გიჟმაჟი ფანები.აქ შენი და ჩემი არ არსებობს.აქ ყველა ჩვენია
სოსო
13 ივლისი 2019 13:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული