"ტვენტეს" ტექნიკური დირექტორი: აბურჯანია დიდი ხანია "ტვენტეს" გულშია

AutoSharing Option
"ტვენტეს" ტექნიკურმა დირექტორმა ტედ ვან ლიუვენმა, რომელიც გიორგი აბურჯანიას "ანორთოსისში" ყოფნის პერიოდში კვიპროსული კლუბის ტექნიკური დირექტორი იყო, ქართველი ფეხბურთელის დამატების შესახებ ისაუბრა.

"დიდი ხანია გიორგი აბურჯანია "ტვენტეს" გულშია. ის გასული სეზონის განმავლობაში ჩვენს თამაშს თვალს ადევნებდა. აბუს აქ თამაში ნამდვილად სურდა, თუმცა "სევილიადან" მისი წამოყვანა მარტივი არ ყოფილა.

მათმა ტექნიკურმა დირექტორმა მონჩიმ, როგორც იქნა, მოგვცა ჩვენც და აბუსაც შესაძლებლობა, ერთად ვყოფილიყავით", - განაცხადა ტედ ვან ლიუვენმა.

24 წლის ნახევარმცველმა "ტვენტესთან" ორწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

აღსანიშნავია, რომ ჰოლანდიურ კლუბს გონსალო გარსია
წვრთნის, რომელიც "ანორთოსისში" ქართველი ფეხბურთელის თანაგუნდელი იყო.

altოფიციალურად: გიორგი აბურჯანია "ტვენტეს" ფეხბურთელია

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 2 /
Esaa gundi! Da esaa nakrebis fexburteli?
Sio
17 ივლისი 2019 19:18
10
შენახარ ქართველი და შენ იცი ფეხბურთი?ჯერ ჰოლანდიის ცჰემპიონატია მეორე ტვენტე ტრადიციული გუნდი ჰოლნდის ჩემპიონიც იყო და ამბიციები წელსაც ექნბ ა გიოსთვი ბოლო რეალობიდან ზედ გამოჭრილია
mosexoneli
02 აგვისტო 2019 13:31
0

სიახლეები პოპულარული