კახა ჩხეტიანი: უფლის წყალობით, ვითამაშებთ ისეთ თამაშს, როგორიც საჭიროა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში შიმკენტის "ორდაბასისთან" გასამართი მატჩის წინ ქუთაისის "ტორპედოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"ვემზადებით. გავაანალიზეთ წინა მატჩი. უფლის წყალობით, ვითამაშებთ ისეთ თამაშს, როგორიც საჭიროა.

გრიგოლ დოლიძე გუნდთან ერთად ემზადება. ვფიქრობ, რომ 90 წუთისთვის არა, მაგრამ მზად არის, გუნდს დაეხმაროს, ამის ძალა შესწევს. მინდა ყველა ფეხბურთელს მადლობა ვუთხრა. სერიოზულად ემზადებიან და გათავისებული აქვთ ის პასუხისმგებლობა, რაც აქვთ და მაქსიმუმს გაიღებენ.

ის წარმატებები, რასაც გუნდმა მიაღწია, გულშემატკივრის დამსახურებაა, მათ გარეშე ნახევარსაც ვერ შევძლებდით. იმედი
მაქვს, ხვალ ბევრი ქართველი იქნება მოედანზე. ეს ძალიან გვესაჭიროება.

ვფიქრობ, შეგვწევს ძალა, მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლოთ. ფეხბურთელების და გულშემატკივრების წვლილი ძალიან დიდია.

მთლიანობაში "ორდაბასი" კარგად დაკომპლექტებული გუნდია. კონტრშეტევაზე ძალიან კარგად თამაშობენ. ეს შიდა ჩემპიონატში ასპარეზობაზეც აისახება. ჰყავთ კარგი დაცვის და შეტევის ხაზი.

ხვალ ყველაფერს ვეცდებით, წინასწარ არ გვაქვს დაგეგმილი. ვეცდებით იმას, რაც შედეგს მოგვიტანს. წინა შეხვედრაში მოწინააღმდეგემ გვაიძულა, გვეთამაშა ისე, როგორც ვითამაშეთ. ვნახოთ, რის საშუალებას მოგვცემს მეტოქე.

ფეხბურთი ორ კვირაში არ დგება. მჯერა ამ ბიჭების ნიჭიერების. ისინი ძალიან სერიოზულად უდგებიან ამ ყველაფერს. გუნდის აწყობას წლები სჭირდება, მე მათი მონდომების მჯერა."

ქუთაისის "ტორპედოსა" და "ორდაბასის" დაპირისპირება 18 ივლისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. შეხვედრის ხილვა "პირველ არხზე" შეგეძლებათ.

Sportall.Ge

alt "ტორპედო" "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხდა და უშანსოდ არ არის [VIDEO]

alt"ტორპედო" გულშემატკივრებს "ორდაბასისთან" მატჩზე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

მკითხველის კომენტარები / 10 /
tkven xalxo kvela ar mkavs mxedvelobachi, ras gadaekidet chxetians, kacma upali axsena raikot ra gikvirt, kartveli kaci omchi casvlisas upals axsenebda odidganve ase iko sakartvelochi, istoria caikitxet, ak sisuleleebis ceras jobia, brzolaak im kacs dges da tu ar gindat gverdit dadgoma gagvataret chven, ram dagbogmat ase , chxetianisnairi mcvrtnelebi bevri ikos netavi sakartvelochi, sxva mis adgilze didi xnis casuli ikneboda gundidan, kaxas kutaisi da sakartvelo ukvars, ukvars torpedo da aketebs mis sakmes da tu ver vexmarebit xelsac nu cheuchlit, tkveni rcheva ar chirdeba am kacs icis gundi rogor atamachos da es araertxel daamtkica tu gaxsovt,
KUTAISELI
18 ივლისი 2019 12:37
1
სტადიონზე მისვლის სურვილი გაგიქრება ადამიანს 2 ლარიან ბილეთში ტიკეტ.ჯი 3 ლარს ახდევინებენ მათხოვრები, მაინდამაინც სტადიონზე უნდა იყიდო, ტიკეტ.ჯი ტორპედოს წინააღმდეგ არის
ზვიადი
18 ივლისი 2019 12:27
0
ხშირ შემთხვევაში როცა ადამიანი ვერ ხედავს მომავალს ან გვიარბის ბოლოს სინათლე არ ჩანს მაშინ ახსენდება უფალი არადა ეს სპორტია გამოცდილება და პროფესიონალიზმი იმარჯვებს და უფალი რა შუაშია.
gaan
18 ივლისი 2019 11:25
4
Eრთადერთი ვარიანტი რომ ტორპედომ მოიგოს სტადიონი უნდა შეივსო და აუცილებლად ქუთაიზელებით და რაც მთავარია უფაოს და ქუთაისიდან მათი ჩამოყვანით ქალაქის ხარჯებით და ქუთაისური გულშემატკივრობით პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე მიუხედავად თუნდაც ცხადაძის გუნდზე სუსტად თამაშისა მონაკვეთებში თუ ასე იქნება გუნდი გავა ...ტუ არა და ცხადაძის გუნდი ობიექტურად ძლიერია დღესდღეობით ტორპედოზე...ცხადაძეს კი როგორ უ ყვარს ქვეყანა ჯერ აზერბაიჯანის გუნდებში წასვლისას გამოჩნდა და ეხლა ყაზახეთის.ცხადაძესაც,ქეცბაიასაც,არველაძესაც.....და ჩვენგან უმრავლესობას დალარები უყვართ უფრო ვიდრე და სანაკრებო დონის მწვრთნელები მაინც ვერ არიან...გვარდიოლასა,ჰიგინგის,ფერგიუსონის....დონის მწვრთნელი გვჭირდება ერთი ორი წლით მაინც რომ დაბურთალოსნაირი და ჩიხურასნაირი ციებ-ცხელებები არ გვემართებოდეს დროდა დრო.ეროვნულ ნაკრებს კი დრო და დრო კი არა სულ აჟრიალებს ჩვენდა საუბედუროდ-მწვრთნელები ვერ გვყვავს სათანადო და სელექცია აღზრდა მოიკოჭლებს ათწლობით,თორემ თვითნაბადი ნიჭიერი ბიჭები ყოველთვის გვყვავდა
Kamikadze
18 ივლისი 2019 10:22
0
უფალი კი არა ფეხბურთი ითამაშეთ
თემო
17 ივლისი 2019 23:44
10
როგორ შეიძლება ჩხეტიანის და ჩაჩავას შედარება, კახა ფეხბურთით ცოცხლობს და ცხოვრობს, ისე რადგან კახას ხშირად ვაქებ არავინ იფიქრობს რაიმე მაკავშირებდეს მასთან ან საერთოდ ვიცნობდე, უბრალოდ იმსახურებს და მიტომ, ჩაჩავა კი ვინ არის საერთოდ ფეხბურთში? ჩაჩავა, რისთვისაც მოვიდა ფეხბურთში ეტყობა მიიღო და არც ანაღვლებს რა ხდება ეხლა გუნდში, ალბათ იმაზე ფიქრობს სიტუაციიდან მარტივად, რომ გამოვიდეს.
ნუგზარ
17 ივლისი 2019 23:36
0
chen uplis neba roa kvelaperi arici albat, isic uplis nebaa ,klaviaturas xels ro acher da arici ras cer, chxetiani unichieresi mcvrtnelia, da patiosani kutaiselia, da chachava visi gamogzavnilicaa getkodi axla mara damiblokaven, mimxvedri mixvdeba, chennairebi vera.
KUTAISELI
17 ივლისი 2019 20:59
2
Sanam chxetoze rames dawer kargat dafiqrdi purshi tu etyvi mag sityvebs lomoo
Qutaiseli
17 ივლისი 2019 19:28
2
ჩხეტიანზე ამის თქმა,უსამარტთლობაა.
სოსო
17 ივლისი 2019 19:07
2
უფალს ხშირად ახსენებ მაგრამ ხელი თუ არ გაანძრიე უფლის წყალობა არაფერს გიშველის. ჩაჩავაც უფლის გამოგზავნილი იყო ალბათ შენი აზრით მაგრამ... ამიტომ უფალს ნუ ახსენებ და პროფესიულად ისაუბრე ხოლმე.
gaan
17 ივლისი 2019 18:28
47

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული