კახა ცხადაძე: მიყვარს ჩემი ქვეყანა და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ძალიან შემცდარა

AutoSharing Option
ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის "ტორპედოსთან" საპასუხო მატჩის წინ ყაზახური "ორდაბასის" ქართველმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"თამაში გვქონდა, ამიტომ პრაქტიკულად ვარჯიშებს ნაკლებად ვატარებთ, ძირითადად აღდგენაზე ვმუშაობთ. ძალიან გადატვირთული გრაფიკი გვაქვს.

ხვალინდელ თამაშს მაქსიმალურად სერიოზულად ვუდგებით. ვეცდებით, თავი წარმოვაჩინოთ და სასურველ შედეგს მივაღწიოთ.

იმ შეთამაშებული გუნდიდან, რომელმაც ყველა ტიტული მოიგო, ფეხბურთელები წავიდნენ, თუმცა მოვიდნენ ამბიციური მოთამაშეები. მთავარი დროის ფაქტორია, რომელიც საჭიროა შესათამაშებლად.

პირველ შეხვედრაში, ფაქტია, "ტორპედო" ეცადა შედეგზე ეთამაშა, მაქსიმალური დრო დაცვითი ფუნქციების შესრულებისთვის გაატარა და გოლის
არგაშვებას ეცადა.

ჩვენ ვნახეთ, როგორ იცავს თავს "ტორპედო" და არ ვიცით მათი შეტევითი პოტენციალი, ამას ხვალ ვნახავთ.

ხვალ დილით გადაწყდება ის შემადგენლობა, რომელიც "ტორპედოსთან" გამოვა.

ვულოცავ "საბურთალოს" შემდეგ ეტაპზე გასვლას. თავი იჩინა გამოუცდელობამ, რაც ლოგიკურია. მოდუნება, რაც პირველ წუთებში აჩვენეს, გაკვეთილი იქნება. კარგია, რომ ყველაფერი კარგად დასრულდა.

ჩემთვის მთავარი მოტივაცია შემდეგ ეტაპზე გასვლაა. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ძალიან შემცდარა", - განაცხადა კახა ცხადაძემ.

ქუთაისის "ტორპედოსა" და შიმკენტის "ორდაბასის" დაპირისპირება 18 ივლისს, 21:00 საათზე, "მიხეილ მესხზე" დაიწყება.

პირველი მატჩი ყაზახური კლუბის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

Sportall.Ge

altკახა ჩხეტიანი: უფლის წყალობით, ვითამაშებთ ისეთ თამაშს, როგორიც საჭიროა

alt "ტორპედო" "ორდაბასისთან" 0:1 დამარცხდა და უშანსოდ არ არის [VIDEO]

alt"ტორპედო" გულშემატკივრებს "ორდაბასისთან" მატჩზე მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

მკითხველის კომენტარები / 8 /
კახა კარგი ადამიანია, მინდა, რომ საქართველოს ნაკრებს უხემძღვანელოს! დღეს კი ვბალეშიკობთ ტორპედოს!!!
x.x
18 ივლისი 2019 16:12
1
აქ ვინც კომენტარები უკვე გააკეთა ვხედავ რომ არ დამეთანხმებიან მაგრამ რაც მე ამ კაცის ბიოგრაფია მახსენდება მისი ფეხბურთელობიდან დაწყებული მაგის ქვეყანა ისაა სადაც მეტ ფულს უხდიან. შეიძლება რამე გამომრჩა მაგრამ რაც ვიცი მაგას მკარნახობს. თუმცა ცხადია ვერავის დავუშლი მოსწონდეს და აქებდეს მას.
გიორგი
18 ივლისი 2019 14:37
5
!!!
გიოშა
06 აგვისტო 2019 09:06
0
სოსო

აზერებმა მეტი ფული შესთავაზეს და ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები მიატოვა დანიშვნიდან ერთი თვის თავზე. მაშინ შეიძლებოდა კონტრაქტის დარღვევა და 'უპატივცემულობა'? რამდენადაც მახსოვს რუსეთთან აფხაზეთში ომის პერიოდში (92-ში) თამაშობდა მოსკოვის გუნდებში. არც ისაა სასიამოვნოდ გასახსენებელი თავის შვილს რომ ათამაშებდა ნაკრებში რასაც თამაშით ის ნამდვილად არ იმსახურებდა. ჩემთვის ეს საკმარისია რომ გარკვეული წარმოდგენა შემექმნას ამ ბიოგრაფიული ფაქტების მქონე ადამიანზე.
გიორგი
19 ივლისი 2019 13:41
0
ყველა გამოხმაურება
კახა მაგარი კაცია! ნამდვილი ქართველი და კარგი უბრალო ადამიანია! ყოველთვის გბალელშიკობ შენ !
Vakhtang Lobzhanidze
18 ივლისი 2019 00:36
1
ეტყობა ჟურნალისტებმა დაუსვეს არასასურველი კითხვა და გასცა ამომწურავი პასუხი. პიპინო გენაცვალე, მაგარი ხარ.
დინამო
17 ივლისი 2019 23:47
0
კახა არავის არ გვეპარება ეჭვი, რომ გიყვარს შენი სამშობლო. საიდან მოიატანე რომ ვინმეს ეჭვი გვეპარება? ჩვენ შენი გულშემატკივრები ვართ, მარა არა ხვალ. ხვალ ტორპედოს მოგება გვინდა.
Geo_Dinamo
17 ივლისი 2019 21:54
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული