ფოტოგრაფი თამარ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც "ჩიხურასა" და "ფოლა ეშის" მატჩის შემდეგ ლუქსემბურგელთა გასახდელია გამოსახული.
"დღეს საერთოდ არ ვაპირებდი "ფოლა ეშის" გასახდელში შესვლას. უბრალოდ, როცა "დინამო არენის" თანამშრომლებმა დამიძახეს, მოდი, ნახე, რა ხდებაო, გამომდინარე იქიდან, რომ მწვრთნელმა თამაშამდე და თამაშის შემდეგ ბევრი "იბუინა", მეორე გოლის შემდეგ კიდევ გუნდის მეკარე მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინა (ფოტოგრაფების ზოლს), მეგონა, დალეწილი იყო იქაურობა.
ჰოდა, დავრჩი ფრიად გაკვირვებული, როცა ასე გაწიკწიკებული გასახდელი დამხვდა. მერე დაცვის ბიჭებმა თქვეს, ცელოფნებით თავიანთი ნაგავი თავად გაიტანესო... ლუქსემბურგი ჩვენზე პატარა ქვეყანაა, ბევრად პატარა და არ მგონია, ჩვენზე მდიდარი ისტორია ჰქონდეს", - წერს ჯიშკარიანი Facebook-ის პირად გვერდზე.
საჩხერის "ჩიხურამ" მეტოქე 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე შოტლანდიურ "აბერდინსა" და ფინურ "როვანიემს" შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომლებიც ურთიერთობას დღეს გაარკვევენ.

სოსო ფრუიძის პრაგმატულმა "ჩიხურამ" "ფოლას" ბარიერი უპრობლემოდ გადალახა [VIDEO]
რამდენი მილიონი ლარი და სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა "ჩიხურამ" ევროპა ლიგაზე?
იმის მაგივრად მადლობას ვუხდიდეთ და რა კარგები არიანო ვამბობდეთ მათ სიპატარავეზე და ჩვენი ისტორიის უკეთესობაზე ლაპარაკობთ... თქვე მართლა "პატარა" ადამიანებო, როდის უნდა ვისწავლოთ სხვა ერების დაფასება? იძახეთ ეხლა მთელი ცხოვრება არიქა დიდი ისტორია გვაქო და სარკეში მარტო საკუთარ თავს უყურეთ, სხვები არ დააფასოთ. იმედია არ დამიბლოკავთ ამ კომენტარს
პ.ს. ჩვენ როგორი კულტურა გვაქვს....?!
მეცხრეზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ნაგავი არა ლიფტით, არამედ ფეხით ჩამაქვს რომ გზადაგზა სადარბაზოში დაყრილი ბოთლები, ქაღალდები და სხვა ნაგავი წამოვკრიფო და ერთიანად გადავყარო. აი ეს ხალხი ვართ !!!