ფოტოგრაფი თამარ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, სადაც "ჩიხურასა" და "ფოლა ეშის" მატჩის შემდეგ ლუქსემბურგელთა გასახდელია გამოსახული.

"დღეს საერთოდ არ ვაპირებდი "ფოლა ეშის" გასახდელში შესვლას. უბრალოდ, როცა "დინამო არენის" თანამშრომლებმა დამიძახეს, მოდი, ნახე, რა ხდებაო, გამომდინარე იქიდან, რომ მწვრთნელმა თამაშამდე და თამაშის შემდეგ ბევრი "იბუინა", მეორე გოლის შემდეგ კიდევ გუნდის მეკარე მოგვიტრიალდა და ჩვენ გვაგინა (ფოტოგრაფების ზოლს), მეგონა, დალეწილი იყო იქაურობა.

ჰოდა, დავრჩი ფრიად გაკვირვებული, როცა ასე გაწიკწიკებული გასახდელი დამხვდა. მერე დაცვის ბიჭებმა თქვეს, ცელოფნებით თავიანთი ნაგავი თავად გაიტანესო... ლუქსემბურგი ჩვენზე პატარა ქვეყანაა, ბევრად პატარა და არ მგონია, ჩვენზე მდიდარი ისტორია ჰქონდეს", - წერს ჯიშკარიანი Facebook-ის პირად გვერდზე.

საჩხერის "ჩიხურამ" მეტოქე 2:1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე შოტლანდიურ "აბერდინსა" და ფინურ "როვანიემს" შორის გამარჯვებულს შეხვდება, რომლებიც ურთიერთობას დღეს გაარკვევენ.

emigranti
გამოხმაურების ავტორს მინდა ვთხოვო რას გულისხმობს ქვეტექსტში, პატივი დაგვდოს და გაგვანათლოს.
niko
რამოდენიმე წელია სასტუმრო ბიზნეს ვეწევი და სუფთად დატოვებული ევროპელისგან და იაპონელისგან ძალიან იშვიათად მახსოვს ასე რომ არ არის მასე თქვენ რომ გგონიათ. ლუქსემბურგელები ბევრი არ მყოლია, ამიტომ ვერ ვიტყვი მაგრამ მათი ახლობელი ჰოლანდილეებიისგან სულ სიბინძურე რჩება.

100% მართალი ხარ! როგორც ჩანს კი არა ასეა წარსული არაფერ შუაშია რათქმაუნდა იაპონიას თუ არ ჩავთვლით და სკანდინავიას ვიკინგებიდან დღემდე. პ.ს. ჩვენ როგორი კულტურა გვაქვს....?!
status quo
როგორც გაირკვა, დიდი ისტორია არაფერ შუაშია დიდ კულტურასთან.მაგალითი თვალწინ გაქვთ.

ასეთი რამე გაუკეთებიათ იაპონელ გულშემატკივრებს 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე - საკუთარი ტრიბუნა რამდენიმე კაცმა დაასუფთავა და ნაგვით სავსე თავმოკრული დატოვა გასასვლელთან. ძალიან მარტივი საქმეა, მთავარია არ ეზარებოდეს ადამიანს. ეს მათ შინაგან კულტურაზე მეტყველებს.
ზურა
თქვენ სადარბაზოშიც ეგეთი ამბავია?
კოტეს
ნუთუ ასეთი უგუნურნი ხართ რომ ამ სტატიაში ქვეტექსტი ვერ დაინახეთ
kote
აგერ ქვემოთ სუპერმენმა სრული სიმართლე დაწერა და გამოხმაურებებში მაინც ღვარძლი აფრქვიეს მასზე. იმ ანეკდოტის არ იყოს, ყოველთვის გამოჩნდება ხალხი რომლებიც განათების ბოძს "შარს მოუდებენ" - ტოტები რატომ არ გაბიაო :):):) მეცხრეზე ვცხოვრობ და ყოველ დილით ნაგავი არა ლიფტით, არამედ ფეხით ჩამაქვს რომ გზადაგზა სადარბაზოში დაყრილი ბოთლები, ქაღალდები და სხვა ნაგავი წამოვკრიფო და ერთიანად გადავყარო. აი ეს ხალხი ვართ !!!
გიორგი
ალბათ, ბევრმა იცის რომ ლუქსემბურგი პირველ ადგილზეა მსოფლიოში ერთ სულზე მშპ- ს რაოდენობით, ანუ ჩვენზე კი არა მსოფლიოში ყველაზე მდიდარია. იმის მერე გავიდა 800 წელი , რაც ჩვენ მართლა რაღაც ვიყავით
კენ
სამწუხარო სიმართლეა მეგობარო
სუპერმენს
ჯერ შენსას უნდა სცე პატივი და მერე სხვა დაინახო, თუ ეს არ გაქვს ვერასოდეს ისწავლი სხვის დაფასებას, თუ რამე პრეტენზია გაქვს პირველ რიგში ქართულად უნდა დაწერო შენი სახელი და მერე სხვას მისცე შენიშვნა და საერთოდ ქვეტექსტს დაუკვირდი
vax-vax
შენ ლუქსემბურგიდან ხარ,თუ შინა მტერი?
დავით
მე ზუსტად ის აზრი ამოვიკითხე, რომ მიუხედავად ლუქსემბურგის ხანმოკლე ისტორიისა ჩვენთან შედარებით, მათი საქციელი მისაბაძია. ბაჩო შურღაიამ უბრალოდ შეგვახსენა რომ დიდი ისტორიის მქონე ერი ვართ, მაგრამ ყოფითი კულტურა არა გვაქვს შესაფერისი. ყველამ გავიხსენოთ რას გავს უმეტესი სახლების სადარბაზოები.... მოკლედ, იქნებ ჩვენც ვისწავლოთ ჩვენი ყოფნის შემდეგ ადგილი სუფთატ დავტოვოთ და ჩვენი ნაგავი სხვას არ დავუტოვოთ მოსახვეტად!? -ჰა?
superman
"ლუქსემბურგი ჩვენზე პატარა ქვეყანაა, ბევრად პატარა და არ მგონია ჩვენზე მდიდარი ისტორია ჰქონდეს" იმის მაგივრად მადლობას ვუხდიდეთ და რა კარგები არიანო ვამბობდეთ მათ სიპატარავეზე და ჩვენი ისტორიის უკეთესობაზე ლაპარაკობთ... თქვე მართლა "პატარა" ადამიანებო, როდის უნდა ვისწავლოთ სხვა ერების დაფასება? იძახეთ ეხლა მთელი ცხოვრება არიქა დიდი ისტორია გვაქო და სარკეში მარტო საკუთარ თავს უყურეთ, სხვები არ დააფასოთ. იმედია არ დამიბლოკავთ ამ კომენტარს
წყალბურთი| სერბეთმა უნგრეთის ნაკრები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები საფრანგეთთან დამარცხდა და მეათე ადგილი დაიკავა
[VIDEO] ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრებმა თურქეთი დაამარცხა და მეცხრე ადგილისთვის საფრანგეთს შეხვდება
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEO] ლებრონის და ლუკას 70 ქულა - "ლეიკერსმა" "ჰიუსტონი" ზედიზედ ორჯერ დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
საჩხერის "ჩიხურა" ლუქსემბურგში ჩაფრინდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
მასწავლებლის მიერ დაარსებული უძველესი კლუბი - რა გუნდია "ჩიხურას" მეტოქე "ფოლა ეში"
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
"ჩიხურას" მეტოქის მწვრთნელი: თბილისში საკმაოდ მაღალი ტემპერატურაა და გამიკვირდა, როცა...
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია
"ჩიხურას" მეტოქის მწვრთნელი: კვირა დღის შემდეგ გეგმები შევცვალეთ