როდესაც თავს ზემოთ ძალა არ არის - "ტორპედო" "ორდაბასისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში "ტორპედო" "ორდაბასისთან" 0:2 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.

"ტორპედომ" პირველი მატჩი სტუმრად 0:1 წააგო, რაც საგანგაშო ნამდვილად არ გახლდათ, ვინაიდან რბილად რომ ვთქვათ, არც "ორდაბასი" წყვეტს ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ გუნდის ლამის სრულად გადახალისების და შეუთამაშებლობის გამო პრობლემას წარმოადგენდა, რამეთუ შეტევაში თავი ვერაფრით წარმოაჩინა და თბილისში მინიმუმ ერთი გოლი ჰქონდა გასატანი. მეტოქე მშვიდად დაუხვდებოდა და შანსის გამოყენებას შეეცდებოდა. გოლის გაშვება კი მასპინძელთათვის კატასტროფის ტოლფასი იქნებოდა.

"ტორპედომ" დებიუტში პრესინგს მიმართა, შეუტია, დოლიძემ შორიდან დაარტყა კიდეც,
მაგრამ არაზუსტად. ცოტა ხანში მასვე ჰქონდა ჩინებული შანსი, თუმცა ახლო მანძილიდან გოლის გატანა მეკარემ არ დაანება. ამის შემდეგ თამაში დაწყნარდა, სტუმრები თავს ორგანიზებულად და უნარიანად იცავდნენ და იშვიათად გადადიოდნენ კონტრიერიშებზე.

მოკლედ, შეხვედრა სტუმართათვის სასურველი სცენარით მიმდინარეობდა. მეორე ტაიმში თამაში გათანაბრდა, ქუთაისელთა შეტევები მინავლდა, შეცვლაზე შესულმა ბადიბანგამ კი კვასხვაძის კარის აღების კარგი შესაძლებლობა ვერ გამოიყენა.

79-ე წუთზე "ტორპედოს" მწვრთნელი ჩხეტიანი ვა-ბანკზე წავიდა, ტაბატაძე იონანიძით შეცვალა, მაგრამ ქუთაისელებმა გოლები იქით მიიღეს და 0:2 დამარცხდნენ.

თბილისი. "მიხეილ მესხი"
ტორპედო - ორდაბასი 0:2
გოლები: 0:1 მეჰანოვიჩი (81), 0:2 ბადიბანგა (90+4)

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე (იონანიძე 79), ხურცილავა, ჭიჭინაძე, ნადარაია, ნებიერიძე, ცინცაძე, ფონიავა, კობახიძე, კაპანაძე (ჩოგაძე 61), დოლიძე (ციცქიშვილი 59)

ორდაბასი: ნეპოგოდოვი, ფონტანელო, მალი, ერლანოვი, ბისტროვი, კოვალჩუკი (მეჰანოვიჩი 70), დიახატე, მალანგუ, დოსმაგამბეტოვი, ჟოაო პაულუ, შეტკინი (ბაბადინგა 62)


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
pegburtchi cota unda gagimartlos, dolizes upro rtuli burtebic gautania, gamocdileba ar aklia da ert taimsac umagles doneze atarebs, magram ar gaumartla, kapanazes chemtxvevachi penalis danichvna cheizleboda burttan elva iko pirveli da mcvelma caakcia, saertod msajebi kartul gundebs ar tvlian gundebad, saburtalos magaliti gavixsenot, torpedom maksimumi itamacha guchin, mets am gunds ver motxov, gachmagebuli ibrzoda kvela pegburteli, da ragac momentebchi vjobdit kidec, magram ver gaitan gagitaneben, asea sakartvelochic da aprikachic, da mivecit damcinavi sicilis sachvaleba cxadazws, romelsac ro kitxo sakartvelo zaan ukvars , yumca magis sakcielis mere samchoblos sikvarulchi echvi chemepara da davkarge saertod mag kacze carmodgena.
KUTAISELI
19 ივლისი 2019 15:11
0
60 წუთის მერე გუნდმა ფიზიკურად ვეღარ გაქაჩა. მერე უკვე აიჭრა. თუმცა გამწარებული იბრძოდა. მადლობა ამისთვის. საცოდაობაა ასეთი კარგი გუნდის დაშლა. მე დინამოს ქომაგი ვარ, მაგრამ ვაღიარებ: დინამოს რომ ქუთაისლების ჯიგარი მისცა ღმერთმა უეფაზე უეჭველი გავლენ. ( თუ მეტი არა).
ჰაჰა
19 ივლისი 2019 11:26
1
მსაჯს ის პენალი რომ დაენიშნა, სხვანაირად წავიდოდა თამაში და კონტრშეტევების მოგერიებაც არ მოუწევდა ქუთაისს.
...
19 ივლისი 2019 09:10
1
ეს ის შემთხვევაა,რომ გუნდზე ვერაფერს ცუდს ვერ იტყვი,ჩხეტიანი კი კარგი მწვრთნელია,პირველ ტაიმში გასულიყო ის.გოლები რაც უნდა გაგვეტანა და ვნახავდი ვინ იცინებდა,ხალხო მე ბათუმელი.ვარ და დინამოს ვქომაგობ ძირითადად,საერთაშორისო თამაშებზე ყველა ქართულ გუნდებს,მაგრამ ტორპედო ტორპედოა,გუნდი დატოვა ათმა ფეხბურთელმა და ჩხეტიანმა შეძლო შემტევი ფეხბურთი ეთამაშა,სამწუხაროდ ყველა ქართული გუნდების მინუსი არის ფიზიკური მომზადება,ფიზიკურად,რომ ვყოფილიყავით კარგად მომზადებული ამ ახალი გუნდითაც მოვიგებდით,პირველი ტაიმი ჩვენი იყო მთლიანად,გოლები გავუშვით მაშინ როდესაც უკვე დაღლილები ვიყავით,მწვრთნელმა შეცვლებიც გააკეთა და საერთოდ ყოჩაღ ჩხეტიანი
გოჩა
19 ივლისი 2019 08:27
0
თითქოს კაცები ბავშვებს ეთამაშებოდენ
Racha
19 ივლისი 2019 01:56
5
ეს ცხადაძის სიცილი რა უბედურება იყო??გაგიხრდა დაშლილ გუნდს რო მოუგეე???ცოტა დასტოინად მოქცეულიყო ჯობდა,ისედაც გადიოდა მაგის გუნდი და რა აცინებდა ასე გულიანად,ფარისევლურად მაინც მოქცეულიყო და ყოფილიყო ჩუმად,შადიმანი კაცი ეგ,მაგრა გამაღიზიანა მისმა საქციელმა,ჯერ პირველ რიგში ქართველი ხარ და მერე ორდბასის მწვრთნელი,ხთფუი რააა,აღარ ვცემ ამ კაცს პატივს...
დავით
19 ივლისი 2019 01:50
6
ეგ რომ სულ მასეთი იყო მაშინვე უნდა მიმხვდარიყავი, როცა ნაკრებიდან გაუშვეს!
aburjga
19 ივლისი 2019 10:35
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული