"დინამომ" "ენგორდანს" ისევ სძლია და შემდეგი ეტაპის საგზური ნოტარიულად გაიფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
18 ივლისს, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში თბილისის "დინამომ" ანდორაში "ენგორდანი" 1:0 დაამარცხა.

თბილისში 6:0 გამარჯვება "დინამოს" მშვიდად ყოფნის საფუძველს აძლევდა და მწვრთნელმა ფელის ვისენტემ თქვა, რომ შეიძლებოდა ანდორაში შანსი ახალწვეულებისთვის მიეცა. ასეც მოიქცა.

პირველი ტაიმი საშუალო ტემპში მიმდინარეობდა. უპირატესობას "დინამო" ფლობდა, უფრო მწვავედ და ხშირად უტევდა, რამდენიმე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ ხან ჩვენი შემტევები ვერ ვარგობდნენ დამაგვირგვინებელ ფაზაში და ხან მეკარე რუბიო იდგა მოწოდების სიმაღლეზე.

მე-40 წუთზე კი მასპინძლებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, როდესაც საჯარიმო შეასრულეს და პერალესმა იხსნა თავისი
გუნდი.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა, "დინამოს" უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა და მეჯუბის გოლით დასრულდა. შემდეგ შეცვლაზე შესულმა ქავთარაძემ ვერ გამოიყენა ურეალურესი მომენტი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

"დინამო" მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ "გაბალას" შეხვდება. პირველი მატჩი აზერბაიჯანში 25 ივლისს, განმეორებითი კი 1-ელ აგვისტოს თბილისში ჩატარდება.

ანდორა. "კომუნალი"
ენგორდანი - დინამო 0:1
გოლი: მეჯუბი (81)

ენგორდანი: რუბიო, ბრიტო (ვარელა 89), რუისი, ბოუჰარმა, სპანო, ლაფონტი (ლაბორდა 72), სოარესი, აგუერო, სერა, გომესი (პეპე 87), ფერე

დინამო: პერალესი, რუხაია, მეჯუბი, კობოური, კაპლიენკო, ქარდავა, ზარია (კუხიანიძე 74), შულაია (ქავთარაძე 57), დაფე, შიშკა (ნინუა 60), კუტალია

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 9 /
მაინტერესებს ცხადაძეს თუ არ შერცხვს ასეთი ემოციის გამოხატვა გატანილ გოლების დროს
დასანანია
00:51 19-07-2019
8
უსუსტეს მეტოქესთან ასეთი თამაში საქართველოს სახელოვან გუნდს არ ეკადრება. რომან ფიფია, დინამოს ყველა შეხვედრის შემდეგ გახსენებ და დარწმუნებული ვარ ჩემნაერი აზრისაა უამრავი გულშემატკივარი.
emigranti
03:56 19-07-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული