ვაკო ყაზაიშვილმა ისევ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "სან ხოსე ერსქვეიქსის" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილიმა ამერიკის საფეხბურთო ლიგაში მორიგი გოლი გაიტანა. ამჯერად, ვაკომ "ვანკუვერ უაითქეფსს" გაუტანა და შეხვედრის მე-16 წუთზე ანგარიში გაათანაბრა. ვაკომ მონაწილეობა მეორე გოლშიც მიიღო, საჯარიმოს გარედან მისი დარტყმული ძელს მოხვდა, დამატებაზე კი გუნდის კაპიტანმა კრის ვონდოლოვსკიმ გაიტანა. საბოლოოდ "სან ხოსემ" კანადელები გასვლაზე 3:1 დაამარცხა.

"სან ხოსეს" მეორე ქართველი, გურამ კაშია მატჩის განაცხადში არ იყო. ხოლო ყაზაიშვილმა მოედანზე 82 წუთი გაატარა. "ვანკუვერის" კარში გატანილი გოლი ვაკოსათვის ჩემპიონატში მე-6 იყო.


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
თამაშს ვუყურე და მესამე გოლიც მის ფლანგზე გადაცემას მოყვა, ეს გოლიც თქვენ გეძღვნებათ ჰეითერეობო ერთი მატჩის ჩაგდებისთვის რომ გალანძღეთ და მიწასთან გაასწორეთ.
Semi
10:49 21-07-2019
5

სიახლეები პოპულარული