ყოჩაღ, ბიჭებო - ბექა მიქელთაძემ კაცნაკლულ "რუბინს" გამარჯვება მოუპოვა! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
21 ივლისს ქართველების "რუბინმა" რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში მოსკოვში "დინამო" 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი ზედ საფინალო სასტვენის წინ ბექა მიქელთაძემ გაიტანა.

მწვრთნელმა შარონოვმა სასტარტო შემადგენლობაში ქართული ტრიოდან კვლავ მხოლოდ ზურიკო დავითაშვილი დააყენა, 36-ე წუთზე მსაჯმა სტუმართა გუნდის ნახევარმცველ ბაშკიროვს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილები არ გატყდნენ.

შესვენების შემდეგ ბექა მიქელთაძემ ისლანდიელი კიარტანსონი შეცვალა, რომელიც ორიოდ დღის წინ "როსტოვიდან" იჯარით აიყვანეს. ხვიჩა კვარაცხელია 77-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ბოლოს ძნელი გასარჩევი იყო, ვინ იყო მასპინძელი და
ვინ სტუმარი, ვინ იყო კაცნაკლული და ვინ არა, რადგან ყაზანელებს იერიში-იერიშზე მიჰქონდათ და შედეგსაც მიაღწიეს - ბოლო წუთზე მიქელთაძის წამოწყებული და კვარაცხელიას გაგრძელებული კონტრშეტევა თავად ბექამ დააგვირგვინა.

ასე და ამგვარად, "რუბინი" მოსკოვური ვოიაჟის შემდეგ სახლში 4 ქულით ხელდამშვენებული ბრუნდება - პირველ ტურში "ლოკომოტივთან" კვარაცხელიას გოლით ფრეს (1:1) მიაღწია.

ნუ დაგავიწყდებთ, რომ ეს გუნდი, ფაქტობრივად, ხელახლა შეიქმნა და ქართველი ლეგიონერები მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც გუნდში არიან. ვერაფერს იტყვი, მათი დებიუტი მართლაც შთამბეჭდავია.

მოსკოვი. "ВТБ არენა". 17 135 მაყურებელი
დინამო - რუბინი 0:1
გოლი: მიქელთაძე (90+3)

altchampionat.com: ქართველმა ჯიგიტებმა და სახელდახელოდ შეკრებილმა ბანდამ მოსკოვიდან 4 ქულა წაიღეს

altხვიჩა კვარაცხელიამ "ლოკომოტივს" გოლი გაუტანა, "რუბინს" ქულა მოუპოვა და არ აღნიშნა! [VIDEO]

alt"ანორთოსისი", თემურ ქეცბაია, "რუბინი" და მამუკა ჯუღელი - ინტერვიუ ბექა მიქელთაძესთან

altზურიკო დავითაშვილი "რუბინში" გადავიდა [VIDEO]

 

alt"რუბინის" მწვრთნელები ხვიჩა კვარაცხელიას სასტარტოში არდაყენებას განმარტავენ
Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 23 /
3 ახალგაზრდა ქართველი კარგ ჩემპიონატში ნორმალურ გუნდში 10 წლის წინ, რომ მოხდარიყო ეს ფაქტი არ გამიხარდებოდა, რომ ესეთი ნიჭიერი ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატში წავიდნენ,მაგრამ დღეს დღეისობით რუსეთის ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ავიდა და იქ კარგი თამაშით შეიძლება უკეთეს გუნდში გადასვლაც.
მთავარია, რომ ათამაშებენ ქათველებს და პრაქტიკა აქვთ მომავალში ნაკრებსაც წაადგებიან წარმატებას ვუსურვებ სამივეს ასე გაგრძელეთ ბიჭებო.
გიორგი
21 ივლისი 2019 22:54
6
ყოჩაღ ბიჭებს მართლა კარგად თამაშობენ! ნაკრებს კარგი შევსება ელოდება
das
21 ივლისი 2019 22:51
2
აი ვინებზე უნდა აეწყოს ნაკრები და თანაც უახლოეს თამაშებში ...თორემ ყოველ შესარჩევს ვიყენებთ ვითომ და სამომავლოდ ...ა ბატონებო მომავალი და დაიწყეთ იმით რომ სხვებთან შეთამაშდნენ და თანაც გამოცდილებაც მიიღონ ...არავითარი ასაკობრივი პირდაპირ პირველ ნაკრებში !!! ინგლისი არგენტინა ნორვეგია საფრანგეთი იტალია ესენი არ ერიდებიან 18-19 წლის ბიჭებს პირველ ნაკრებში და ჩვენ ველოდებით სანამ არ დაღვინდებაო ...და ბოლოს ძმარი გვრჩება სულ ...ან ტრამვები ეწყებათ ან თავში უვარდებათ და ყველაზე ხშირად უშანსობის და უსამართლობის გამო იკიდებენ ყველას და ყველაფერს ....აბა რატომ უნდა იყოს ნაკრებში არველაძე და კაჭარავა და ეს მართლაც რომ ნიჭიერი ბავშვები უნდა ელოდონ თავიანთ შანს წლები ...აი შულაია 2-3 წლის წინ დაფრინავდა სხვადასხვა პოზიციებზე არც გაყიდეს არც ნაკრებში მისცეს შანსი და ახლა სასტავშიც ვერ ხვდება ...კოხრეიძე სანამ სხვისი გუნდის ტრენერმა არ თქვა მაგარი ბიჭი არისო ( უეჭველი იმას ფიქრობდა ამას ასეთს აქ რა უნდაო )ჩვენთან ხმას არ იღებს არავინ რატომ არ არის პირველ ნაკრებშიო ...არადა ეგ ბავშვები პლიუს 2-3 უფროსებიდან თუ მათ ნდობა ექნებათ ნორმალურ თანამედროვე ფეხბურთს ითამაშებენ ....ბოლოსდაბოლოს იმაზე უკეთესს რასც ახლა ...ერთმა ჩაკვეტაძემ თუ ამდენი მოახერხა წარმოიდგინეთ 3-4 რას იზამს ...!!!
Auee
21 ივლისი 2019 23:39
1
მიქელთაძეზეც ღლიცინებდა ხალხი კვიპროსში 5 გოლი გაიტანაო არადა, ფორვარდს ფლანგის ნახევარმცველად ათამაშებდნენ.
Semi
21 ივლისი 2019 22:35
3
ყოჩაღ, სამივე ქართველი გამორჩეული იყო. რუბინმა ორ თამაშში 2 გოლი გაიტანა, ორივე ქართველებმა, ორივე შეცვლაზე შემოსულებმა, ორივეს გოლი გადამწყვეტი იყო და ორივესთვის სადებიუტო თამაში იყო ამ გუნდში.
Dato
21 ივლისი 2019 22:44
3
მიყვარხართ, რუბინს ვგულშემატკივრობ უკვე ❤️
Emre
22 ივლისი 2019 00:06
4
მიქელთაძეზეც ღლიცინებდა ხალხი კვიპროსში 5 გოლი გაიტანაო არადა, ფორვარდს ფლანგის ნახევარმცველად ათამაშებდნენ.
Semi
21 ივლისი 2019 22:34
2
ვაბშე-ტო, ეს ქართველების კომბინაცია იყო საკუთარი ნახევრიდან - მიქელთაძე-კვარაცხელია-მოგილევიცი-მიქელთაძე და გოლი
დათო
21 ივლისი 2019 23:14
1
არ მიყვარდა ეს გუნდი. რაც ჩვენებურები ჩაირიცხნენ ამ გუნდში, გუნდი გამოაცოცხლეს. თამაშს სტადიონზე ვუყურე და გოლი ვერ ვნახე ძირითადი დრო რომ დამთავრდა უკვე გამოვდიოდი და მარტო ვაი და უი გავიგონე დინამოს ბალელშიკებისგან. )) მართლა ყოჩაღ ბიჭებო, მაგარი მონდომებით თამაშობენ ხვიჩა და ბექა. ასე გააგრძელეთ
დავით 67
22 ივლისი 2019 04:14
3
ვუერთდემი მეც საერთო აზრს , ნუთუ ძნეია შეამჩნიო ის ახალგაზრები , რომელთაც ნაპერწკლები სცვივათ : ზარანდია , ლობჟანიძე , ბერიძე , ჩაკვეტაძე , კუტეიშვილი , პაპუნაშვილი , ხარაიშვილი , კვარაცხელია , ყაზაიშვილი , ანანიძ , ოქრიაშვილიი , ქვილითია და კიდევ მრავალიი , არ ჩანან ეს ბიჭები ჩამოსაწერი თაობის , პირიქით , მგონია რომ უნდა გაისროლოს ქართულმა ხირიმმა , მეტი შემართებ დ მეტი თავდადება ქვეყნისთვის . თავისუფლება ისე არ მოდის , თავისუფლებაა , ლომთა ხვერდიაა . თ მენდობით , გირჩევთ ყოველი მატჩის წინ მოუსმინოთ , ჯიგარს გააღვიძებს .
ATP 16
22 ივლისი 2019 01:09
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული