21 ივლისს ქართველების "რუბინმა" რუსეთის პრემიერლიგის მეორე ტურში მოსკოვში "დინამო" 1:0 დაამარცხა და გამარჯვების გოლი ზედ საფინალო სასტვენის წინ ბექა მიქელთაძემ გაიტანა.

მწვრთნელმა შარონოვმა სასტარტო შემადგენლობაში ქართული ტრიოდან კვლავ მხოლოდ ზურიკო დავითაშვილი დააყენა, 36-ე წუთზე მსაჯმა სტუმართა გუნდის ნახევარმცველ ბაშკიროვს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილები არ გატყდნენ.

შესვენების შემდეგ ბექა მიქელთაძემ ისლანდიელი კიარტანსონი შეცვალა, რომელიც ორიოდ დღის წინ "როსტოვიდან" იჯარით აიყვანეს. ხვიჩა კვარაცხელია 77-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. ბოლოს ძნელი გასარჩევი იყო, ვინ იყო მასპინძელი და ვინ სტუმარი, ვინ იყო კაცნაკლული და ვინ არა, რადგან ყაზანელებს იერიში-იერიშზე მიჰქონდათ და შედეგსაც მიაღწიეს - ბოლო წუთზე მიქელთაძის წამოწყებული და კვარაცხელიას გაგრძელებული კონტრშეტევა თავად ბექამ დააგვირგვინა.

ასე და ამგვარად, "რუბინი" მოსკოვური ვოიაჟის შემდეგ სახლში 4 ქულით ხელდამშვენებული ბრუნდება - პირველ ტურში "ლოკომოტივთან" კვარაცხელიას გოლით ფრეს (1:1) მიაღწია.

ნუ დაგავიწყდებთ, რომ ეს გუნდი, ფაქტობრივად, ხელახლა შეიქმნა და ქართველი ლეგიონერები მხოლოდ რამდენიმე დღეა, რაც გუნდში არიან. ვერაფერს იტყვი, მათი დებიუტი მართლაც შთამბეჭდავია.

მოსკოვი. "ВТБ არენა". 17 135 მაყურებელი

დინამო - რუბინი 0:1

გოლი: მიქელთაძე (90+3)

გიოშა
ბატონო გიორგი,თქვენ ცდებით!ან არ ცდებით-ხართ ფეხბურთან დაახლოვებული პირი და საზოგადოების გაბოთავების მომხრე,რადგან გინდათ იოლად ფულის შოვნა.ვინ გამოჩდა რა გამოჩდა??? ჩაწყობილი თამაშებიდან რა მოტივაცია უნდა გქონდეს??? ორივე ხელს ავწევ და ბოდიშს მოვიხდი თუ როგორც თქვენ ამბობთ-ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან და იქაც იბრძოლებენ,ცოტათი მაინც წარმატებულად ითამაშებენ!(და არა ისე,როგორც თბილისის დინამო პატარკაციშვილის ფულით მოხვდა ჯგუფურ ეტაპზე და მერე ჩაი--ა!)
გიოშა
გიორგის პასუხი ჩემს კომენტარზე----არ მოგწონს რომ ქართულმა გუნდმა ხარისხიანი ფეხბურთი აჩვება ევროპის ლიგახე და კარგი ახალგაზრდა ფეხბურტელები რო გამოგვიჩნდა. სულ ესაა შენი კომენტარების მოტივაცია, სხვა არაფერი. წერე და იკითხე. ბატონო გიორგი,თქვენ ცდებით!ან არ ცდებით და ხართ ფეხბურთან დაახლოვებული პირი და საზოგადოების გაბოთავების მომხრე,რადგან გინდათ იოლად ფულის შოვნა.ვინ გამოჩდა რა გამოჩდა??? ჩაწყობილი თამაშებიდან რა მოტივაცია უნდა გქონდეს??? ორივე ხელს ავწევ და ბოდიშს მოვიხდი თუ როგორც თქვენ ამბობთ-ეს ახალგაზრდა ფეხბურთელები ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან და იქაც წარმატებულად ითამაშებენ!(და არა ისე,როგორ თბილისის დინამო პატარკაციშვილის ფულით მოხვდა ჯგუფურ ეტაპზე და მერე ჩაი--ა!)
გიორგი
არ მოგწონს რომ ქართულმა გუნდმა ხარისხიანი ფეხბურთი აჩვება ევროპის ლიგახე და კარგი ახალგაზრდა ფეხბურტელები რო გამოგვიჩნდა. სულ ესაა შენი კომენტარების მოტივაცია, სხვა არაფერი. წერე და იკითხე.
semi
მაინც ვერ გაიგებს ხალხის ეგ კატეგორია.
ლაშა
ვუყურე თამაშს, და რავი ძმაო, ქართველები ხომ მაგრები გვყავს, მარა ზოგადად რუბინი მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს, 10 კაციანი გუნდი მთელი მეორე ტაიმი ისე ეთამაშა 11 კაციან დინამოს, რომ გასაკვირი არაფერია. გოლამდეც კარგი შანსი ჰქონდა მიქელთაძეს, 2 კაცს გადაუგდო ბურთი თავზე და მეკარესთან პირისპირ გავიდა, მარა მცველი დაეწია მერე. შემდეგ თამაშებში სამივე ქართველი ძირითადში...
გიოშა
არაფერი არ ეშვეკლება ამ უმსგავსოებას სანამ საზოგადოება არ გამოიფხიზლებს და არ იქნება მზად სპორტული მაფიის წინაღდეგ საბრძოლველად! არ მოგენატრად ლამაზი ქართული ფეხბურთის ყურება? ჩვენ ხომ ყოველთვის გყვავდა ერთი კარგი გუნდი გამოკვეთილად კარგი ფეხბურთელებით! ქართულ ფეხბურთს თავისი არსებობის მანძილზე ასეთი ხანგრძლივი კრიზისი არასდროს ქონია! ეს კრიზისი კიდე კარგა ხანს გაგრძელდება სანამ გარიგებული თამაშები და ჩაწყობა არ აღმოიფხვრება.
ზვიადი
დისლაიკებს რატომ სწერენო გიკვირთ და რომ არ გაგინებენ გაუნათლებლობის გამო ეს არ გიკვირთ? ადამიანს აყენებთ შეურაცხყოფას იმიტომ რომ რბილად რომ ვთქვათ ხართ რეგვენები. მიქელთაძე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და საქართველოშია გაზრდილი. თქვენ კი ვის გამოც აყენებთ შეურაცხყოფას ის მელქაძეა და სპარტაკშია
კახა
მაგარი ბიჭია ეს კვარაცხელია ოღონდ ამას და ჩაკვეტაძეს არ აუვარდეთ თავში მაგათ ფეხბურთს ითამაშებენ ღმერთი თქვენსკენ
kaxa
დიდი იმედი ჩგვისახეს გუშინ ამ ბიჭებმა! რუსეთის ჩენპიონატი საკმაოდ მაღალი დონის ყოფილა, მშვენიერი სტადიონები,სავსე ტრიბუნები სწრაფი ფეხბურთი.მიმაჩნია რომ ჩვენ ბიჭებს განსავითარებლად მშვენიერი გარემო აქვთ. მთავარია თავში არ აუვარდეთ,როგორც სხვებს, გვარებს არ ჩამოვთლი!აწი უნდა ვუყურო ამ ჩემპიონატს ნახევარი ნაკრები აქ თამაშობს! მართალია რუსეთი მტერია მაგრამ ეს კონკრეტული საქმე საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. კარგი სამი შემტევი გვეზრდება რუსეთში,რომლებიც იმედია ამ ყველაფერს ტრამპლინად გამოიყენებენ!
გიოშა
აბა,მოემზადეთ დიზლაიკების დასაწერად-ფეხბურთის ფედერაციის,პრესსისა და ტოტალიზატორის მუშაკნო.ეს ხომ ფოკუზი იყო.ფული წყვეტს ყველაფერს! მთელი მსოფლიო გადასულია ყომარზე,განსაკუთრებით ეს რუსებზე ითქმის!რუსეთში ძალიან დიდი ფული იდება ტოტალიზატორებში! შერიფის და საბურთალოს "დაპირისპირებაზეც" ხომ იგივე მოხდა.რუსული და ქართული გუნდები რა მოსატანია,როდესაც ჩემპიოთა ლიგაზე მონაწილე TOP კლასის გუნდების ფეხბურთერლები ისე თამაშობენ,ქოვენთ-გარდენის და ლასკალას მსახიობებსაც კი შეშურდებოდათ. P.S.ზემოთჩამოთვლილ მუშაკთ ასეთი კომენტარები არ აწყობთ,რაც მათ ბიუჯეტს აზარალებს-ხომ დარჩნენ უმუშევარი ხალხმა ეს რომ დაიჯეროს და გაერკვეს თუ სინამდვილეში რა ხდება!
დავით 67
არ მიყვარდა ეს გუნდი. რაც ჩვენებურები ჩაირიცხნენ ამ გუნდში, გუნდი გამოაცოცხლეს. თამაშს სტადიონზე ვუყურე და გოლი ვერ ვნახე ძირითადი დრო რომ დამთავრდა უკვე გამოვდიოდი და მარტო ვაი და უი გავიგონე დინამოს ბალელშიკებისგან. )) მართლა ყოჩაღ ბიჭებო, მაგარი მონდომებით თამაშობენ ხვიჩა და ბექა. ასე გააგრძელეთ
დავით 67
არ მიყვარდა ეს გუნდი. რაც ჩვენებურები ჩაირიცხნენ ამ გუნდში, გუნდი გამოაცოცხლეს. თამაშს სტადიონზე ვუყურე და გოლი ვერ ვნახე ძირითადი დრო რომ დამთავრდა უკვე გამოვდიოდი და მარტო ვაი და უი გავიგონე დინამოს ბალელშიკებისგან. )) მართლა ყოჩაღ ბიჭებო, მაგარი მონდომებით თამაშობენ ხვიჩა და ბექა. ასე გააგრძელეთ
ATP 16
ვუერთდემი მეც საერთო აზრს , ნუთუ ძნეია შეამჩნიო ის ახალგაზრები , რომელთაც ნაპერწკლები სცვივათ : ზარანდია , ლობჟანიძე , ბერიძე , ჩაკვეტაძე , კუტეიშვილი , პაპუნაშვილი , ხარაიშვილი , კვარაცხელია , ყაზაიშვილი , ანანიძ , ოქრიაშვილიი , ქვილითია და კიდევ მრავალიი , არ ჩანან ეს ბიჭები ჩამოსაწერი თაობის , პირიქით , მგონია რომ უნდა გაისროლოს ქართულმა ხირიმმა , მეტი შემართებ დ მეტი თავდადება ქვეყნისთვის . თავისუფლება ისე არ მოდის , თავისუფლებაა , ლომთა ხვერდიაა . თ მენდობით , გირჩევთ ყოველი მატჩის წინ მოუსმინოთ , ჯიგარს გააღვიძებს .
Emre
მიყვარხართ, რუბინს ვგულშემატკივრობ უკვე ❤️
Auee
აი ვინებზე უნდა აეწყოს ნაკრები და თანაც უახლოეს თამაშებში ...თორემ ყოველ შესარჩევს ვიყენებთ ვითომ და სამომავლოდ ...ა ბატონებო მომავალი და დაიწყეთ იმით რომ სხვებთან შეთამაშდნენ და თანაც გამოცდილებაც მიიღონ ...არავითარი ასაკობრივი პირდაპირ პირველ ნაკრებში !!! ინგლისი არგენტინა ნორვეგია საფრანგეთი იტალია ესენი არ ერიდებიან 18-19 წლის ბიჭებს პირველ ნაკრებში და ჩვენ ველოდებით სანამ არ დაღვინდებაო ...და ბოლოს ძმარი გვრჩება სულ ...ან ტრამვები ეწყებათ ან თავში უვარდებათ და ყველაზე ხშირად უშანსობის და უსამართლობის გამო იკიდებენ ყველას და ყველაფერს ....აბა რატომ უნდა იყოს ნაკრებში არველაძე და კაჭარავა და ეს მართლაც რომ ნიჭიერი ბავშვები უნდა ელოდონ თავიანთ შანს წლები ...აი შულაია 2-3 წლის წინ დაფრინავდა სხვადასხვა პოზიციებზე არც გაყიდეს არც ნაკრებში მისცეს შანსი და ახლა სასტავშიც ვერ ხვდება ...კოხრეიძე სანამ სხვისი გუნდის ტრენერმა არ თქვა მაგარი ბიჭი არისო ( უეჭველი იმას ფიქრობდა ამას ასეთს აქ რა უნდაო )ჩვენთან ხმას არ იღებს არავინ რატომ არ არის პირველ ნაკრებშიო ...არადა ეგ ბავშვები პლიუს 2-3 უფროსებიდან თუ მათ ნდობა ექნებათ ნორმალურ თანამედროვე ფეხბურთს ითამაშებენ ....ბოლოსდაბოლოს იმაზე უკეთესს რასც ახლა ...ერთმა ჩაკვეტაძემ თუ ამდენი მოახერხა წარმოიდგინეთ 3-4 რას იზამს ...!!!
Qartveli
Mართალი ხარ აჟროალებს ქართულ ფეხბურთს მიქელტაძერაარუსების აღრზდილი ისინი სხვების მხოლოდ გ არით ქართველები ვინ დიზლაიქები დაგისვა ვერც ეგენინი არიან სამშობლოს დიდი .....
დათო
ვაბშე-ტო, ეს ქართველების კომბინაცია იყო საკუთარი ნახევრიდან - მიქელთაძე-კვარაცხელია-მოგილევიცი-მიქელთაძე და გოლი
გიორგი
3 ახალგაზრდა ქართველი კარგ ჩემპიონატში ნორმალურ გუნდში 10 წლის წინ, რომ მოხდარიყო ეს ფაქტი არ გამიხარდებოდა, რომ ესეთი ნიჭიერი ფეხბურთელები რუსეთის ჩემპიონატში წავიდნენ,მაგრამ დღეს დღეისობით რუსეთის ჩემპიონატი ძალიან მაღალ დონეზე ავიდა და იქ კარგი თამაშით შეიძლება უკეთეს გუნდში გადასვლაც. მთავარია, რომ ათამაშებენ ქათველებს და პრაქტიკა აქვთ მომავალში ნაკრებსაც წაადგებიან წარმატებას ვუსურვებ სამივეს ასე გაგრძელეთ ბიჭებო.
das
ყოჩაღ ბიჭებს მართლა კარგად თამაშობენ! ნაკრებს კარგი შევსება ელოდება
Kobiashvils Shekitxvebi
რა ყოჩაღ? თა გვიხარია სამი ნიჭიერი თვრამეტ-თვრამეტწლიანი ქართველი ბიჭი თამაშობენ სხვათა ჩემპიონატში და ამ დროს Qართული გუნდი ტორპედო ვარდება ევროლიგიდან და გუნდში ვეყერანი ფეხბურთელები თამაშობენ:კაპანაძე....და სხვანი და ქართული ჩემპიონატის საშუალო დონის ფეხბურთელები. რა ხდება ქართულ ფეხბურთში ?სადა სელექცია სადაა ნიჭიერი ახალგაზრდა ბიჭების თამაში ქართულ ჩემპიონატის გუნდებში, და მგონი მიქელთაძეც სულაც სხვათა აღზრდილია და ჩვენს ნაკრებშიც ვერ ითამაშებს რა ხდება Qართულ ფეხბურთში?
Dato
ყოჩაღ, სამივე ქართველი გამორჩეული იყო. რუბინმა ორ თამაშში 2 გოლი გაიტანა, ორივე ქართველებმა, ორივე შეცვლაზე შემოსულებმა, ორივეს გოლი გადამწყვეტი იყო და ორივესთვის სადებიუტო თამაში იყო ამ გუნდში.
Semi
მიქელთაძეზეც ღლიცინებდა ხალხი კვიპროსში 5 გოლი გაიტანაო არადა, ფორვარდს ფლანგის ნახევარმცველად ათამაშებდნენ.
Semi
მიქელთაძეზეც ღლიცინებდა ხალხი კვიპროსში 5 გოლი გაიტანაო არადა, ფორვარდს ფლანგის ნახევარმცველად ათამაშებდნენ.
69 გოლი 2 მატჩში - საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ევროპირველობის საგზური მოიპოვა
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები, 2025 წლის მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე 1/4 ფინალში გავიდა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ლუკა დონჩიჩი: კარიერის დასრულება მადრიდის "რეალში" მსურს
WU17 | საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთთან ორი მატჩი გამართა
რაშფორდი: დიდხანს მინდა "ბარსელონაში" დავრჩე
"ფანტასტიკური ფეხბურთელია" - ფლიკმა რაშფორდზე ისაუბრა
[VIDEO] კაცნაკლული "ნაპოლი" "სიტისთან" დამარცხდა - "ბარსელონას" "ნიუკასლთან" გამარჯვება ნათხოვარმა ფეხბურთელმა მოუპოვა
[VIDEO] ქოჩორაშვილის საგოლე პასი ქუსლით - "სპორტინგი" "კაირატს" ამარცხებს
[VIDEO] ფუტსალი. საქართველოს ნაკრებმა სლოვაკეთს 4:1 მოუგო
იურიჩი: "კვარას" გოლმა გამაღიზიანა - პსჟ სხვა დონეა
ვახტანგ ლოლუა და გელა ბოლქვაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ
შედეგმაც არ დააყოვნა - საქართველოს ნაკრები უკვე ფიბას ოცეულშია
დავითაშვილმა შეიძლება "რეიმსთანაც" ვერ ითამაშოს
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
"ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება" - კაკამ მწვრთნელობის სურვილი გამოთქვა
დაბრუნდება თუ არა ევროპაში? - მესიმ გადაწყვეტილება მიიღო
"ამ გუნდის მსგავსი ღრმა შემადგენლობა არავის ჰყავს" - ტიერი ანრი
61 წელი ციხეში - ესპანეთში მწვრთნელი დასაჯეს
"კვარა" - არასასიამოვნო აურიდან ლიდერობამდე ფორმის პიკის პერსპექტივით
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
"ფინალში "ნაპოლისთან" შეხვედრა?" - ხვიჩამ ჟურნალისტის კითხვას უპასუხა
მიქელთაძემ სეზონში მე-5 გოლი გაიტანა - "ნიუკასლი" ფინალური სერიებისთვის იბრძვის [VIDEO]
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
სიომინი: ხვიჩა თავის უმაღლეს დონეს ინარჩუნებს
დავითაშვილმა შეიძლება "რეიმსთანაც" ვერ ითამაშოს
"რუბინმა" სომხეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
იურიჩი: "კვარას" გოლმა გამაღიზიანა - პსჟ სხვა დონეა
უარი რუსებს ძალიან მომხიბვლელ წინადადებაზე - რატომ არ მიჰყიდა დავითაშვილს გუნდმა მოსკოვის ცსკ-ს ერთ-ერთი ლიდერი
სადებიუტო გოლიც ასეთი უნდა - მიქელთაძემ "ულსან ჰიუნდაის" ზღაპრული გოლი გაუტანა [VIDEO]
[VIDEO] ყველა გალაკტიონი ვერ იქნება - კარაგერმა კვარაცხელიას პირდაპირ ეთერში ლექსი მიუძღვნა
დე ლაურენტისი: "კვარას" უფასოდ წასვლის სიამოვნებას ვერ მივანიჭებდი - წმინდა იანუარი დაგვეხმარა
"ზოგჯერ მასთან ერთად თამაში მაღიზიანებდა" - რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
კვარაცხელიასა და მიქაუტაძეს შიდა ასპარეზზე პირველი გოლი სურთ - არშემდგარი ქართული დუელი
"დავითაშვილი სუპერკლუბში თამაშს იმსახურებს" - თურქეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
"ჯერ კიდევ ყველაფერი შესაძლებელია" - კვარაცხელიას და დავითაშვილის კომენტარი
"გამაშები აიწია და "კვარადონა" დაგვიბრუნდა" - რა არ ჰყოფნის მარგალიტს ნამდვილი ლიდერობისთვის?" - ფრანგული მედია
"2025 წელს "ოქროს ბურთის" მოგება მსურს, ვერ ვხვდები, რითი მჯობია როდრი?" - "რუბინის" ნახევარმცველი
მიქელთაძემ A ლიგაში შესანიშნავი გოლი გაიტანა [VIDEO]
დავითაშვილის გარეშე - "სენტ-ეტიენმა" მოიგო და ისევ ლიდერია
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
ლეონიდ სლუცკი ჩინურ გუნდს ჩაიბარებს
ზივზივაძე დღეს "ლივერპულთან" არ ითამაშებს და გეზი სამხრეთ კორეისკენ აქვს აღებული
"ყველაზე დიდი ბრილიანტია, რაც კი ოდესმე ხელში ჩამვარდნია" - სლუცკიმ კვარაცხელია და ოდეგორი შეადარა
ჩვენთვის კარგად ნაცნობმა სლუცკიმ შესაძლოა, კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი გაწვრთნას