ყველაფერი შოტლანდიაში გადაწყდება - "ჩიხურა" "აბერდინთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
25 ივლისს, ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "ჩიხურა" "აბერდინს" ანგარიშით 1:1 დაუზავდა.

ობიექტურად "აბერდინი" "ჩიხურაზე" უფრო ძლიერი გუნდია. ეს აღნიშნა კიდეც საჩხერელთა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ, თუმცა ისიც თქვა, რომ ძლიერი ყოველთვის როდი იმარჯვებს, მოწინააღმდეგეს სუსტი წერტილები აქვს და მათ გამოყენებას შეეცდებოდა. მან შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო - თამაში არ გაუხსნა მეტოქეს და მაყურებელმა თვალსასეირო მატჩი ვერ იხილა.

თითქოს პირველი ტაიმი 0:0 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ლექვთაძემ პენალტი მოინადირა (საჯარიმოში ოჯომ წააქცია) და კორიფაძემ ანგარიში გახსნა.

მეორე
ტაიმის დასწაყისში შოტლანდიელებმა შემოგვიტიეს და მარჯვენა ფლანგიდან ჰედგესის ჩაწოდებული ბურთი კარის წინ მამასახლისმა ჩაჭრა, ხოლო კონტრიერიშზე სარდალიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა.

თანდათან "აბერდინი" უპირატესობას დაეუფლა, შტურმი წამოიწყო. 68-ე წუთზე საჯარიმოში ბურთი ხელზე მაისაშვილს მოხვდა და კოსგროუიმ თერთმეტმეტრიანით საპასუხო გოლი გაიტანა.

ამის შემდეგ თამაში დაწყნარდა, "ჩიხურა" გამარჯვების გოლის გატანას შეეცადა. ამასთან ახლოსაც იყო - 83-ე წუთზე ერგემლიძე მეკარესთან პირისპირ გავიდა, მახვილი კუთხიდან ბურთის თავზე გადაგდება სცადა, მაგრამ ბოლო მომენტში ლუისმა მისი მოგერიება მოახერხა.

ამ გუნდების საპასუხო მატჩი 1-ელ აგვისტოს შოტლანდიაში გაიმართება, წყვილში გამარჯვებული კი "რიეკას" შეხვდება.

თბილისი. "დინამო არენა"
ჩიხურა - აბერდინი 1:1
გოლები: 0:1 კორიფაძე (41, პენ), 1:1 კოსგროუვი (68, პენ)

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიტეიშვილი (ჩიხლაძე 74), კორიფაძე, კაშია, მაისაშვილი, მამასახლისი, ლექვთაძე (ფანცულაია 76), ერგემლიძე, დეკანოიძე, ჩიკვაიძე, სარდალიშვილი

აბერდინი: ლუისი, ლოგანი, კონსაიდინი, მაქქენა, მაქგინი, ჰეიჯსი, ტეილორი (ბრაისონი 18), კოსგროუი, ფერგიუსონი, გალაჰერი (უილსონი 82), ოიო


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 7 /
უფრო სწორად გამოგლიჯა დღე თუმცა რომ იტყვიან თავს ზემოთ ძალა არაა... ყოჩაღ ბიჭები იბრძოლეს და დაგიფასდათ წარმატებები განმეორებით მატჩში ფრანგები უნდა ჩაკეტოს უფრო მყარად და თუ მოვახერხეთ საბურთალოს რაც უქნა შერიფს გასვლაზე ის განმეორდება.
კახა
26 ივლისი 2019 00:01
0
გამოცდილი თვალი კარგად შეამნევდა, რომ ჩვენი ფეხბურთელები არაფრით ჩამოუვარდებიან საშულო ევროპულ გუნდების შემდეგ გუნდებს და თამაში უნდა წაიყვანონ ზედმეტი ფსიქოლოგიური წნეხის გარეშე. ხანდახან გრჩება შთაბეტდილება, რომ გოლის გატანის შიში აქვთ. არადა როცა ფიზიკური კონდიციები ყოფნით, ტექნიკით ბევრად მაღლა დაგანან მეტოქეზე. ჩვენს გუნდებში უკვე მომრავლდა ფეხბურთელები, რომლებიც საშუალო ევროპული გუნდის დონეს თავისუფლად დააკმაყოფილებს, ეს გუშინდელ მატჩში აბერდინთანაც გამოჩნდა. ახლა ცოტა მეტი ფიზიკა და ფსიქოლოგია, რომ არავისზე ნაკლებები არ ვართ. მადლობა ბიჭებს გუშინდელი დღისათვის. გაიხარეთ ბიჭებო და კარგი და მონდომებული თამაშით ჩვენც გაგვახარეთ. აკი სოფლის გუნდიაო და გავისეირნებთო?
გიზოგ
26 ივლისი 2019 10:46
0
Uკვე გადაწყვეტილია! სადაც საჭირო იყო ჩიხურას თანადგომა თბილისის სტადიონზე თბილისელებმა საქართველოს "წინსვლისთვის ზრუნვით გულანთებულებმა" ...... ყარაჩოღელებმა უკვე ჩაისვარეს და აწი გინდა თქვით გინდა..
Dzala ertobashiao ....
26 ივლისი 2019 11:32
5
წარმატებები ჩიხურას და ყველა ქართულ გუნდს. უკმაყოფილო ხალხს მინდა ვკითხო, დიდი ხანია აბერდინის დონსი გუნდებთან ფრე მიუღებელი შედეგია, და მითუმეტეს ისეთი თამაში სადაც შეიძლებოდა მოგვეგო კიდეც ? ვულოცავ ჩიხურას და იმედია შოტლანდიაშიც სასურველ შედეგს დადებენ და კიდევ ერთხელ გაგვახარებენ-გაგვაოცებენ.
DAVE
26 ივლისი 2019 11:21
2
მთელი საჩხერე-ჭიათურა თბილისშია (ელიავა-აგლაძეზე) და რატომ არ მივიდნენ თამაშზე?
კახა
26 ივლისი 2019 12:57
1
მაგ გაჭირვებულ ხალხს, რომ მიადექი(ერთი სული აქვთ, ისე არიან დაღლილები, ბალიშზე თავის დაობამდე ერთი სული აქვთ) სხვა შეძლებული საჩხერლები ვერავინ ნახე.დდდ
Rrrr
26 ივლისი 2019 13:38
0
ჩიხურა დასჯერდა თუ აბერდინი?
ბაჩი
26 ივლისი 2019 13:44
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული