დერეკ მაკინესი: "ჩიხურა" სოფლის კი არა, ძალიან კარგი გუნდია

AutoSharing Option
"აბერდინის" მთავარმა მწვრთნელმა დერეკ მაკინესმა საჩხერის "ჩიხურასთან" (1:1) ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"არ იყო საუკეთესო თამაში, არც საუკეთესო შედეგი. თუმცა, გარემოებებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შედეგი მაინც დადებითია.

კარგად დავიწყეთ, სწრაფად ვუტევდით, მაგრამ მცველის დაკარგვამ რაღაცები შეცვალა.

ვთვლი, რომ ჩვენს კარში პენალტი არ უნდა დაენიშნათ, შეხება არ ყოფილა. ჩვენ სასარგებლოდ დანიშნული პენალტი კი სრულად სამართლიანი გახლდათ, რადგან იქ ხელით თამაში იყო.

დაპირისპირების მხოლოდ ერთი ნაწილი დასრულდა და შეიძლება უპირატესობა მივიღეთ, თუმცა ყველაფერი აბერდინში გადაწყდება.

მე არ მსმენია, რომ ვინმეს "ჩიხურასთვის" სოფლის გუნდი ეწოდებინოს. თუ ასე თქვა ვინმემ, ეს არასწორია და ასე არ ვთვლით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სოფლის კი არა, ძალიან კარგი გუნდია. შევისწავლეთ გუნდი, ასეთი განწყობა გვქონდა თამაშის წინ და ახლაც იმავეს ვფიქრობთ. "აბერდინი" "ჩიხურას" პატივს სცემს".


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 18 /
ეს კომენტარი წაუკითხეთ ერთ გავლენიან საჩხერელს. რაო, სოფლის გუნდიო? გადაირევა და შექმნის ისეთ გუნდს რო აბერდინი შეგვეხვეწოს მეტს ნუ გაგვიტანთო. პ.ს ისე, მგონია ისინი უფრო გაკვირვებულები ჩანდნენ, ეს რა გაგვიმართლა რო დიდი ანგარიშით არ წავაგეთო
ეჰ,
26 ივლისი 2019 22:52
1
მეტი ასეთი "სოფლის გუნდი" გვჭირდება ჩემპიონატში და ყველა სოფელს! მერე ნახეთ აქ ფეხბურთის აღორძინება!
ჯავახელი
26 ივლისი 2019 11:29
0
მე არ მესმის, იმ წინა თამაშის შემდეგ (თუ იმას თამაში ერქვა), რატომ უნდა მისულიყო მაყურებელი სტადიონზე? ჩიხურას სანახავად მივიდნენ ნათესავები და ახლობლები. აბერდინი კიდევ, არაა ისეთი გუნდი რომ რაღაც განსაკუთრებული სანახაობას მოელოდე კაცი. ას რომ, თუ გინდა ხალხი მოვიდეს, ფეხბურთი უნდა ითამაშო. თუ არა, დაახლოებით იმდენი მოვა, რამდენიც ქორწილში, ან პანაშვიდ
gio58
26 ივლისი 2019 11:05
17
ყველაზე დალაგებულ თამაშს საბურტალო თამაშობს
kaxa
26 ივლისი 2019 10:59
0
მეტოქის დაუფასებლბაა ქართველების პირველი მტერი. სტატისტიკითაც გვაჯობეს, ფიზიკითაც გვაჯობეს, და აზრიანათაც თამაშობდნე ჩვენთან შედარებით. კედელს და სამკუთხედს გვითამაშებდნენ თავისუფლად მეორე ტაიმში-გოლამდე. ჩვენებმა ჯიგრით ითამაშეს, მეტი არაფერი.
kaira
26 ივლისი 2019 10:21
3
საბურთალო გახევდა აბერდინს,შერიფზე უფრო ძლიერი გუნდი არ ყოფილა
გოგა
26 ივლისი 2019 10:19
2
მე პირადად მეიმედება ჩიხურასი,მიუხედავად იმისა რომ სახში 1:1 არაა კაი ანგარიში.აბერდინი უპირობო ფავორიტად იყო შერაცხული და რა გამოჩნდა?ერთი ჩვეულებრივი ახმახი გუნდი,რომელსაც მთელი 90 წუთის განმავლობაში რამე გააზრებულის მსგავსი არ შეუქმნია.მათი დასაყრდენი არის მაღალი ჩაწოდება და საჯარიმოში მეორე სართულზე ბრძოლა- ეგაგ და ეგ.ტექნიკაში აშკარა უპირატესობა გვაქ ამ კალიბრის გუნდებთან,მარა ბოლოს და ბოლოს ხომ შეიძლება რომ ფიზიკაშიც მოვუმატოთ?მაშინ ამ დონის გუნდებს უპრობლემოდ გავივლით,ფიზიკაში მომატება ყოველთვის შეილება და ტექნიკას ვერ გასწავლიან.
ქობულეთელი
26 ივლისი 2019 10:00
2
შექების ღირსია ნამდვილად ჩიხურა, რაც არ უნდა ვისაუბროთ აბერდინზე, ფაქტია შოტლანდიური გუნდია და შოტლანდიის ჩემპიონატი ყველას მოგეხსენებათ რა დონისაა ჩვენთან შედარებით. ფიზიკური მომზადება ეს ძალიან დიდი პრობლემაა ყველა ქართული გუნდისთვის. რა პენალი არ იყოო რაებს ბოდავს, 100%-იანი პენალი იყო ერთიც და მეორეც.
ქუთაისი
26 ივლისი 2019 09:50
0
amitom unda kondes kvela gunds tavisi stadioni, da ar gekneba saxvecni xalxze modit stadionzeo, es tamachi ro sachxerechi kopiliko chixura moigebda, ak ki, cariel tribunebze, guchin gamochda rogor apasebs chixuras xalxi, romelic ar mivida stadionze, evropaligis tamachi gvinda aberdinis mogeba gvinda da stadioni arfvak, xalxi argvkavs, puli argvak, ase arapeli ar gamova, sanam kvela gunds romelic evropaligaze gamodis ar ekneba tavisi sapegburto arena , manamde kartul saklubo pegburts arapeli echveleba.
KUTAISELI
26 ივლისი 2019 09:30
1
ფაქტია რომ ჩიხურას ცოტა რომ გამართლებოდა 2 ბურთის სხვაობით გაიმარჯვებდა. ერთადერთი რაშიც შოტლანდიელებს უპირატესობა ჰქონდათ იყო ფიზიკური კონდიციები, არანაირი გააზრებული კომბინაცია და ტექნიკურობაზე ხომ ზედმეტია საუბარი.
ცარიელი სტადიონი კი ნამდვილად ყველას სირცხვილია, მსგავს საერთაშორისო მატჩებს სხვანაირი მხარდაჭერა და ორგანიზება სჭირდება, რომ გულშემატკივარი მივიდეს სტადიონზე. "აბერდინი" არც "გაბალაა" და არც მალტის რომელიმე კლუბი.
ამ გუნდს თავისი ისტორია და სახელი აქვს ფეხბურთის სამყაროში და დასაფასებელია რომ ჩვენებმა ძალიან კარგი ფეხბურთი ითამაშეს.
Zero
26 ივლისი 2019 09:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული