azerifootball.com: საფირმო სირცხვილი - "გაბალა" სუსტ "დინამოსთან" დამარცხდა

AutoSharing Option
azerifootball.com-მა ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "გაბალას" თბილისის "დინამოსთან" წაგებას (0:2) სამარცხვინო უწოდა:

"საფირმო სირცხვილი: თბილისის "დინამომ" "გაბალას" ადვილად სძლია.

"გაბალას" თბილისის "დინამოსთან" თამაში - ეს უბრალოდ ანტიფეხბურთია! ამჯერად გრიგორჩუკიც კი არაფერ შუაშია (ყოფილი მწვრთნელი - რედ.)!

თუმცა, რომან გრიგორჩუკის მოსწავლისგან რას ველოდით? სიანან გურბანოვს გასულ სეზონში ისეთი ოსტატები ჰყავდა, როგორებიც ბეზოტოსნი, სტანკოვიჩი და მონროვიჩი არიან და ლუქსემბურგულ გუნდთან წაგება და ევროტურნირიდან გამოვარდნა მოახერხა!

მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობის აშკარა ტყუილისა, "გაბალა" საკმაოდ გადახდისუნარიანია და კლესიოს და ჟუნიჩის მსგავსი მოთამაშეები
3-4 ათასი დოლარის ხელფასის გამო არ ჩამოვლენ. მიუხედავად ამისა, "გაბალას" მოთამაშეთა დონე მთლიანობაში საშინელი გახლდათ.

კლუბის ხელმძღვანელობას უნდა რცხვენოდეს, რომ განხორციელებული ტრანსფერების გამო სიანან გურბანოვი ჯერ კიდევ "გაბალას" მწვრთნელია. ყოველივე ამან გამოიწვია საკუთარ მოედანზე სუსტ "დინამოსთან" უსახელო მარცხი და ამ დაპირისპირების ბედი უკვე გადაწყვეტილია".


Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 23 /
ტელევიზორში მსგავსი არაპერი უჩვენებიათ მარა თუ მართლა ესე იყო წესით კი უნდა იყოს ადეკვატური რეაქცია. თამაშს რაცშეეხება აზერებო სუსტი ვინ იყო მოედანზე გამოჩნდა. გ ა დ ა გ ი ა რ ე თ!
ave
26 ივლისი 2019 02:36
2
არ მიყურებია თამაშისთვის და მართლა იყო ეგეთი ფაქტები მართლა გამოფინეს ამ შინაარსის ბანერები ? თუ ასეა დაიბარონ აზერბაიჯანის ელჩი და მოთხოვონ ახნა განმარტება
GEO
26 ივლისი 2019 01:28
1
მსოფლიო სპორტზე ბათუმის სტადიონიზე პოსტი დევს პირველივე გვერდზე და იქ კომენტარებში ლინკია ფოტოების ამ ბანერების
gabelia
26 ივლისი 2019 01:59
1
არ მიყურებია თამაშისთვის და მართლა იყო ეგეთი ფაქტები მართლა გამოფინეს ამ შინაარსის ბანერები ? თუ ასეა დაიბარონ აზერბაიჯანის ელჩი და მოთხოვონ ახნა განმარტება
GEO
26 ივლისი 2019 01:28
2
ისიც თქვით ბარემ ტრიბუნებზე ბანერები რომ გამოფინეს თან რამდენიმე ერთად ბორჩალო აზერბაიჯანი არისო გარეჯიც აზერბაიჯანი არისო და პლიუს რუსთავიც აზერბაიჯანი არისო წარმოდგიგენიათ? ხმას რატომ არავინ იღებს ამ თემაზე?
gabelia
26 ივლისი 2019 01:07
0
მაგაზე უეფას წარმომადგენელს უნდა ეზრუნა.
ყოველ შემთხვევაში თბილისზე უარი უთქვიათ და ეგეც პროგრესია.დინამო კი მართლაც ძალიან სუსტი იყო.მეორე ტაიმში სრულიად გაუგებარი თამაში ათამაშა მწვრთნელმა,თან ბურთი უნდა ჰქონოდათ და თან დრო მოეკლათ.ამიტომ როცა თამაშის ლიგიკა წინ წასვლას ითხოვდა,ეთი ფეხბურთელი წინ გარბოდა,მეორე კი პასს იქ აძლევდა,სადაც ფეხბურთელი გაქცევამდე იდგა.ერთი სიტყვით ვეღარ იგებდნენ უნდა შეეტიათ თუ ბურთი გაეგორებინათ.აქედან იყო ამდენი გაუგებრობა,ჩაბარებული პასები და შემდეგ შედეგად,ამდენი გაფრთხილებები.დაცვაში საშინლად ვთამაშობთ და ფეინოორდი რომ მახსენდება,მაჟრიალებს.იმ ძველ ვალს,ერთი ათად გადაგვიხდიან.თუმცა ჯერ გაბალაა გასავლელი.
მთლიანობაში ჩვენმა გუნდებმა უკვე მოაქუჩეს 1,625 ქულა,რაც ბოლო ექვს წელიწადში საუკეთესო შედეგის გამეორებაა და დარწმუნებული ვარ,კიდევ გავაუმჯობესებთ შედეგს.ეს კი ნიშნავს,რომ ასეა თუ ისე,ჩვენმა კლუბებმა ცოტა მაინც წაიწიეს წინ და რეიტინგსაც გავიუმჯობესებთ
სოსო
26 ივლისი 2019 09:56
0
ვნახე მეც ეგ ბანერები და ვერ გავარჩიე რა ეწერა შეგიძლიათ უფრო გარკვევით რა ეწერა მითხრად რუსთავი ბორჩალო და ნო რო ეწერა და კიდე რაღაც ეგენი ვნახე მარა რას ნიშნავდა?
gio
26 ივლისი 2019 02:01
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული