"სან ხოსე ერსქვეიქსის" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა მორიგი გოლი გაიტანა ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგაში. კალიფორნიული კლუბმა დღეს, 28 ივლისს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლა "კოლორადო რაპიდსს" და სტუმრების 3:1 დაამარცხა.
პირველი გოლი სტუმრებმა საკუთარ კარში გაიტანეს, ხოლო მეორე ბურთი კი ყაზაიშვილის ლამაზ მოქმედებებს მოჰყვა. ეს გოლი ვაკოსთვის მე-7 იყო MLS-ის გათამაშებაში. ქართველმა შემტევმა მოედანზე 79 წუთი გაატარა, ხოლო მეორე ქართველი, გურამ კაშია განაცხადში არ ყოფილა.
სეზონის ჩაგდებული სტარტის შემდეგ ვაკო ყაზაიშვილი შესანიშნავად თამაშობს. რეგულარულად გააქვს გოლები, ხვდება MLS-ის კვირის სიმბოლურში და ერთხელ კვირის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელეს.