28 ივლისს, პოლონეთის ექსტრაკლასას მეორე ტურში "ლეგიამ" სტუმრად "კორონას" ვაკო გვილიას გოლით სძლია.
გვილია 61-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და ვარშავულ გუნდს გამარჯვება კომპენსირებულ დროში მოუპოვა.
მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველი ვატო არველაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შესვენების შემდეგ შეცვალეს.
კელცე. "სუზუკი არენა". 11 692 მაყურებელი
კორონა - ლეგია 1:2
გოლები: 0:1 ნოვიკოვასი (25), 1:1 პაპადოპულოსი (45), 1:2 გვილია (90+4)