ვატო არველაძე თბილისის "დინამოში" ითამაშებს

AutoSharing Option
ვატო არველაძე კარიერას "დინამო თბილისში" გააგრძელებს. ქართველი ფორვარდი ჩვენს გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მისი ბოლო კლუბი ბაქოს "ნეფთჩი" გახლდათ.

აზერბაიჯანულ კლუბამდე არველაძეს თბილისის "ლოკომოტივში", პოლონურ "კორონასა" და თურქულ "კარაგუმრუკში" უთამაშია. იგი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი გახლდათ. ეროვნულ ნაკრებში მას ორი მატჩი აქვს გამართული და ერთხელ შეძლო მეტოქის კარის აღება.

მხარეებს შორის კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გაფორმდა. ხელშეკრულება თანამშრომლობის ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობასაც მოიცავს.

fcdinamo.ge

მკითხველის კომენტარები / 34 /
სუპერტრანსფერი. ბრავო ფიფია!!! მსოფლიოს სპორტული მედიის N1 სენსაცია
rigiti
10:28 20-08-2023
0
ყოველ დღე ველი რომ აი ეხლა გაძლიერდება დინამო თქო. თურქეთში ვერ ითამაშა მერე იყო ნეფჩი. ბაქოდან ისე წამოვიდა თავდამხსმელი ბურთიც არ გაუტანია ოფიციალურ მატჩებში.
ტაჰამატა
20:00 17-08-2023
0

სიახლეები პოპულარული