"საბურთალო" ზაგრებში ოთხი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრება

AutoSharing Option
30 ივლისს "საბურთალო" ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ზაგრებში "დინამოს" შეხვდება. კლუბის საიტის ცნობით, საქართველოს ჩემპიონი ხორვატიაში ოთხი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე გაემგზავრება:

"დედაქალაქური “საბურთალო”, რომელიც ზეგ ზაგრებში ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ადგილობრივ “დინამოს” დაუპირისპირდება, ხორვატიაში 29 ივლისს გაემგზავრება.

სხვადასხვა მიზეზის გამო მოახლოებულ მატჩში “საბურთალო” ოთხ წამყვან ფეხბურთელს მოისაკლისებს – ზაგრებში ვერ გაემგზავრებიან ვაგნერ გონსალვესი და ლაშა შინდაგორიძე, რომლებსაც ტრავმები აწუხებთ. ელვინ ტერას სავიზო პრობლემები აქვს, ხოლო გიორგი კოხრეიძე დისკვალიფიცირებულია.

“საბურთალოს” მთავარ მწვრთნელ გიორგი ჭიაბრიშვილს ზაგრებში
19 ფეხბურთელი მიჰყავს:

მეკარეები: ომარ მიგინეიშვილი, ლაზარე კუპატაძე, დენის შელიხოვი

მცველები: ნიკოლოზ მალი, გრიგოლ ჩაბრაძე, იური ტაბატაძე, ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი რეხვიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, გიორგი ჯინჯოლავა

ნახევარმცველები: ლევან კაკუბავა, დაჩი ცნობილაძე, სანდრო ალთუნაშვილი, გეგა დიასამიძე, თორნიკე გორგიაშვილი, ლევან ყენია

თავდამსხმელები: გიორგი გაბედავა, ოგნიენ როლოვიჩი, გიორგი გულიაშვილი

გეტყვით, რომ 30 ივლისს გასამართ შეხვედრას “დინამოსა” და “საბურთალოს” შორის “საზოგადოებრივი მაუწყებელი” პირდაპირ ეთერში გადასცემს. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 15 /
ხალხო,საერთოდ ფეხბურთის აზრზე თუ ხართ?რასაც დღეს ქართული ფეხბურთი ჰქვია,განა ეს ფეხბურთია?უკეთესია ანტიფეხბურთი დაერქვას.მოზოზიალე,ყოველგვარი ტაქტიკის გარეშე,უბრალოდ ზარმაცი ახალგაზრდების(ხანდახან უკვე ზრდასრული და ასაკოვანიც) უპატრონო ქვეყანაში შოულობენ 3 დან 10 000 ლარამდე და არც ოცნებობენ მეტზე.ნახმარი ბმვ და ხინკალ-ლუდით კმაყოფილდებიან.ეს სპორტული საიტები და გაზეთებიც ხომ უმაღლეს დონეზე გვაქვს. 2კვირით ჩავლენ ხოლმე ჩვენი "ფეხბურთელები" სადმე გასინჯვაზე და იწყება: ბარსელონა ოცნებობს,რელში არ დათანხმედე,მანჩესტერი დაინტერესდა.....ბოლოს კი კარიერას უკეთეს შემთხვევაში ყაზახეთში აგრძელებენ ან რუსეთში,ანდა საბურთალო-ჩიხურაში.ხალხო გაიგეთ-უამბიციო გამოპრუტუნებული და უსაქმური ერი ვართ.აქ ჭიდაობა და ძიუდო მოჰყავთ მაგალითად.ნუ ნერვიულობთ,ამ სახეობებსაც მალე მოუვლიან ხეჩიკაშვილისნაირები
Gogita
22:56 29-07-2019
0
zaan cotaa chansebi zagrebtan, mara saburtalos dasakargi arapeliak, kvelaze cud chedegchi ararati gvelodeba, mara zagrebchic cheizleba tamachi tu pirvel taimchi 10 cutian presings vitamachebt da mteli zalit cin gadava gundi, ikneb gagvimartlos da minimum goli gavitanot tavidan da mere tamachi gvachvenebs, pirveli taims chveni gundebi tolscorad tamachoben, mere pizikuri momzadeba tavisas chveba.carmatebebi bichebo.
KUTAISELI
12:49 29-07-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული