ირაკლი ლექვთაძე: ღირსება - ეს ის სიტყვაა, რასაც "აბერდინთან" მატჩის წინ ერთმანეთს ვეტყვით

AutoSharing Option
fb.com/FCChikhura/

საჩხერის "ჩიხურას" შემტევმა ირაკლი ლექვთაძემ "აბერდინთან" მატჩის წინ Sportall.ge-სთან კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, სწორედ ირაკლი ლექვთაძემ მოუპოვა პენალტი საჩხერულ კლუბს თბილისურ შეხვედრაში.

"კლუბის ძალიან სწორი გადაწყვეტილებით, შეხვედრამდე 4 დღით ადრე ჩავედით აბერდინში. მატჩისათვის საკმაოდ კარგად მოვემზადეთ. შევეგუეთ აქაურ კლიმატს, გავმართეთ ნაყოფიერი ვარჯიშები. იმედია, ხვალ უკეთ გამოჩნდება, თუ რამდენად სასარგებლო იყო აბერდინში ადრე ჩამოსვლა და შეხვედრისათვის აქ მომზადება.

ძალიან ამაღლებულ განწყობაზე ვართ და მოუთმენლად ველოდებით ხვალინდელ შეხვედრას. დასაკარგი არაფერი გვაქვს. გვჯერა, რომ ჩვენი თავდადებული შრომითა და მონდომებით ქართველ გულშემატკივარს, ქართველს ხალხს
დიდ სიხარულს მივანიჭებთ, ქართულ ფეხბურთს დასამახსოვრებელ გამარჯვებას მოვუტანთ და კიდევ ერთ ლამაზ ფურცელს ჩავწერთ ჩვენი ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში.

ერთადერთი სიტყვა, რასაც ბიჭები შეხვედრის წინ ერთმანეთს ვეტყვით, ეს ღირსება იქნება. ხვალ ჩვენ მოედანზე ქართული ფეხბურთის, საჩხერისა და საქართველოს ღირსების დასაცავად გავალთ".

"აბერდინსა" და "ჩიხურას" შორის ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა დღეს, 1-ელ აგვისტოს აბერდინში გაიმართება.

მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. პირდაპირი რეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ვებგვერდზე იქნება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
სადაა ღირსება? თუ მარტო იმაში გამოიხატება რო გასახდელი დაალაგეთ თამაშის შემდეგ?! ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს დს მოკვდეს მინდორზე - გადახდელს დამლაგებელი დაალაგებს
Vakhtang Lobzhanidze
02 აგვისტო 2019 15:47
0
მერე უთხარით მაინც?
დავით 67
02 აგვისტო 2019 02:05
0
ღირსება ღირსეულების ხვედრია
ბაჩი
02 აგვისტო 2019 01:01
1
და ალტერნატივები უკეთესია?

ის გინდათ? "ბრრრააოოოო" ?
Burton
01 აგვისტო 2019 20:54
0
Ugirsobaa is ROM maths televiiziit at gbanaxebt!
Gigo
01 აგვისტო 2019 17:32
1
კიდევ კარგი არ გვანახეს
zzz
02 აგვისტო 2019 00:34
0
რატომღაც მგონია რომ უნდა გავოდეს ჩიხურა და ქალაქელი აბერდინელები ხახამშრალები დატოვონ
gio
01 აგვისტო 2019 16:13
2
ხომ ვთქვი არ დადებთ მეთქი ....)))) მაგრამ თქვენ ხომ წაიკითხეთ ესეც საქმე არის ...აზრი ?! მე გითხარით დასკვნა კი თქვენზე არის !!! ერთი უკვე მეც გავაკეთე სიმართლის შეგეშინდათ და მაგიტომაც არ გამოაქვეყნეთ ასე რომ მშვიდობით და წარმატებები !!!
Auee
01 აგვისტო 2019 13:43
3
წარმატებებს ვუსურვებ ჩიხურას.მართლაც ღირსეულ ქართულ გუნდს.
კარგი იქნებოდა რომ სატელევიზიო რეპორტაჟი ყოფილიყო.
რუსლანი
01 აგვისტო 2019 11:47
0
არ თქვათ მინაშვილმა უნდა წაიყვანოსო მატჩი, თორემ საერთოდ არ ვუყურებ.
odala
01 აგვისტო 2019 11:08
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული