საქართველო-სამხრეთ კორეის ამხანაგურ მატჩს "პირველი არხი" აჩვენებს

AutoSharing Option
5 სექტემბერს საქართველო სამხრეთ კორეის ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში თურქეთის ქალაქ სტამბოლში დაუპირისპირდება.

შეხვედრა თბილისის დროით 17:30-ზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი წარმოადგენს.

საქართველოს ნაკრები სტამბოლში 25 ფეხბურთელით ემზადება. შეგახსენებთ, 8 სექტემბერს, "დინამო არენაზე", ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრები დანიას დაუპირისპირდება.

altნაკრებს ლევან შენგელიაც შეუერთდა - "ჯვაროსნები" 25 ფეხბურთელით ემზადება

 

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული