ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის TOP 10 ტრანსფერში მოხვდა

AutoSharing Option
ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველის, ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ყაზანის "რუბინში" რუსული გამოცემის, davydov.in-ის მიერ შედგენილ რუსეთის პრემიერლიგის 2019 წლის ზაფხულის TOP 10 ტრანსფერს შორის მოხვდა და მე-9 ადგილი დაიკავა.

აი, რას წერს საიტი ხვიჩას შესახებ:

"გაზაფხულზე ახალგაზრდა ქართველი ხარისხიან ფეხბურთს აჩვენებდა "ლოკოს" ფლანგებზე თამაშისას, თუმცა მოსკოვური კლუბის ხელმძღვანელობამ მისი დატოვება არ გადაწყვიტა. ამის შედეგად, ხვიჩამ გაწყვიტა კონტრაქტი ქართულ "რუსთავთან" და გადავიდა "რუბინში". ყაზანში ის შესანიშნავად იყენებს სივრცეებს შეტევაში, 1-1-ზე ადვილად უმკლავდება მეტოქეებს და შესანიშნავად ერგება იმ სათამაშო სტილს, რომელსაც რომან შარონოვი "რუბინში"
ნერგავს."

საინტერესოა, თუ რომელი ფეხბურთელების გარემოცვაში მოხვდა ხვიჩა. TOP-10 ტრანსფერი კი ასე გამოიყურება:

  1. მალკომი ("ბარსელონადან" "ზენიტში"), 40+5 მილიონი (ევრო)
  2. ანდრეა შურლე ("დორტმუნდიდან" "სპარტაკში"), 1 მილიონი იჯარა+გამოსყიდვის უფლება
  3. დუგლას სანტოსი ("ჰამბურგიდან" "ზენიტში"), 12 მილიონი
  4. გუს ტილი ("ალკმაარიდან" "სპარტაკში"), 18 მილიონი
  5. მაკსიმილიან ფილიპი ("დორტმუნდიდან" "დინამოში"), 20 მილიონი
  6. ტონი დე ვილიენა ("ფეიენოორდიდან" "კრასნოდარში"), 9 მილიონი
  7. მანუელ ფერნანდეში (თავ. აგენტი "კრასნოდარში")
  8. ალექს კრალი ("სლავიადან" "სპარტაკში"), 12 მილიონი
  9. ხვიჩა კვარაცხელია
  10. რემი კაბელია ("სტ ეტიენიდან" "კრასნოდარში"), 12 მილიონი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული