ვლადიმირ ვაისი: კორეასთან მატჩი დანიელებთან შეხვედრისთვის უნდა გამოვიყენოთ - დაცვაში პრობლემები გვაქვს

AutoSharing Option
დღეს, 5 სექტმბერს, სტამბოლის "ათათურქის" 17 800-იან სტადიონზე საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ნაკრებების შეხვედრა გაიმართება.

მატჩი თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ.

თამაშის წინ კომენტარი "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა:

"ჩვენთვის ყველა შეხვედრა მნიშვნელოვანია. დანიასთან ნაჩვენები არასასურველი შედეგის შემდეგ გვსურს, რომ კორეასთან მატჩი დანიელებთან თბილისში დაგეგმილი შეხვედრისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. კორეის ნაკრები გასული მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელებიც და შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი გუნდია.

მოხარული ვარ, რომ ოქრიაშვილი, პაპუნაშვილი და დაუშვილი დაბრუნდნენ.
ვაკვირდებით მათ ფიზიკურ მდგომარეობას. მართალია, კორეასთან ამხანაგური მატჩი გვაქვს, მაგრამ შემდეგ დანიასთან გვიწევს დაპირისპირება.

მომავალი წლის გაზაფხულზე კი საქართველოს აქვს კარგი შანსი, ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე. ამ დროისთვის უახლოესი შეხვედრებისთვის ვემზადებით, თუმცა გარკვეული პრობლემები გვაქვს დაცვის ხაზში, რადგან ხოჭოლავამ და კვირკველიამ ტრავმები მიიღეს. ბოლომდე მზად არ არის ლაშა დვალიც და ვაკვირდებით.

მიმდინარე შეკრებაზე გამოვიძახე დავითაშვილი, რომელმაც რუსეთის ჩემპიონატში თავი შესანიშნავად წარმოაჩინა. ასევე - კვარაცხელია და მათთან ერთად პირველად გამოვიძახე საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლევან შენგელია, რომელიც კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს.

გუნდში ბევრი ახალგაზრდა მოთამაშე გვყავს და მათ შანსიც ეძლევათ ხოლმე. ვნახოთ, ვინ ითამაშებს ხვალ. რა თქმა უნდა, სადებიუტო თამაშები ნაკრებში ნებისმიერი ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.

დაგვიბრუნდა ვაკო ყაზაიშვილი, რომელიც ამერიკაში შესანიშნავად ირჯება, გააქვს გოლები - მისგან სწორედ ასეთ თამაშს ველოდით. ასევე მოხარული ვარ, რომ ბუბა დაუშვილმა სწორი გუნდი იპოვა.

ვფიქრობ, რომ ქართველი მწვრთნელის კლუბში მას შესაბამისი პოზიცია ექნება. დისკვალიფიკაციის გამო დანიასთან ჯაბა კანკავა დაგვაკლდება. ასევე ტრავმირებულია ნიკა კვეკვესკირი და ჩვენ ამ საკითხის გადაწყვეტა მოგვიწევს მომდევნო თამაშისთვის".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 19 /
Kashia 0ia
Gurilo
05 სექტემბერი 2019 19:15
0
ჩემი აზრით შემტევი თამაშით უფრო წინ წავალთ ვიდრე დაცვითი თამაშით.
beso
05 სექტემბერი 2019 15:30
0
გენიალური აზრები გაქვს პირდაპირ.
ჯერი
05 სექტემბერი 2019 17:06
0
კორეასთან ასეთი შემადგენლობა აჯობებს ალბათ:

გაბედავა, მარტიაშვილი, ჩიგოგიძე, რუხაძე, ვარძელაშვილი, დვალი, ყაზაიშვილი, ნუგზარაშვილი, აკობია, ალექსიძე, ბებეტო (ან გამეზარდაშვილი)
05 სექტემბერი 2019 14:04
1
ერთადერთი კაცი ვინც ნაკრებს აკლია ამ მოცემულობაში არის ზარანდია ჩემი აზრით. სხვა მხრივ ყველა ის ფეხბურთელია რომელიც მეტ ნაკლებად იმსახურებს, ხარაიშვილიო რომ წერთ 2 ჯერ ყავდა გამოძახებული, არ მეწონა ეტყობა ვერაა ფორმაში, არველაძის გამოძახებასაც ეგრე ითხოვდით თქვენ, არაბიძესაც, სხირტლაძესაც, ზივზივაძესაც არაბულსაც გაბედავასაც, ეხლა სად არიან ეს ფეხბურთელები? დაუშვილი არც მე მომწონს მაგრამ დანიასთან ჩამშლელი არ გვჭირდება? თან იმ ფონზე რომ კვირკველია და ხოჭოლავა არ გვეყოლება. კანკავა რატო გამოიძახაო რომ ყვირიხართ დაუშვილმა კორეასთანაც უნდა ირბინოს 90 წუთი და დანიასთანაც? ან რა ამხანაგურსი მოგება არაა მნიშვნელოვანი? ჩვენთვი ნებისმიერი გამარჯვებარეიტინგში წინსვლა და გამარჯვებულის მენტალიტეტის მოპოვებაა,
semi
05 სექტემბერი 2019 12:41
4
აზრზე რომ არა ხართ არაფრის და უჩხაკუნებთ კლავიატურას, კვეკვესკირი საყრდენია, ვინ გვყავს დღეს მაგაზე უკეთესი საყრდენი ერთი დამისახელეთ აბა. გვილია და მორჩა.
დაბოლილებს და ჩასმოუკილებს
05 სექტემბერი 2019 10:53
8
ოქრიაშვილის იმედზე მტერი იყოს. კაცმა მთელი თამაშის დროს ერთხელაც შეიძლება ვერ მიიღოს სწორად ბურთი, ესაა უკუღმა მოთამაშე, ან მოსეირნე.
გელა
05 სექტემბერი 2019 08:09
22
ოქრი იყო მთელ საფრანგეთს მარტო რომ ეთამაშა(2013 7 სექტემბერი 0-0) და კიდევ სხვა ქვეყნებს, მართალია საკლუბო კარიერა მთლად სახარბიელო არ აქვს მაგრამ მისი ნაკრებში თამაში კრიტიკას არ იმსახურებს, ყოველთვის ბოლომდე იხარჯება სხვებისგან განსხვავებით.
giga
05 სექტემბერი 2019 12:37
1
ოქრი სწორედ ის მოთამაშეა, როცა მოედანზეა ყოველთვის შეიძლება მისი იმედი გქონდეს.
გუგა
05 სექტემბერი 2019 09:51
2
არ არის ეს კაცი კარგი მწვრთნელი ეს ფაქტია,რაღადროს დაუშვილი კვეკვესკირი და კანკავაა,არის ცენტრში კონკურენცია და ბევრიბპრესპექტიული ახალგაზრდები და მიეცინშანსი შეათამაშეე..დაუშვილი მოჭიდავე უფროა ვიდრე ფეხბურთელი
Smouk
05 სექტემბერი 2019 06:21
5
საბა კვერკველიაა თუ კვირკველია იქნებ გამაგებინოთ? ხან ისე წერია ხან ასე, ვეღარ გავიგე
თემო
05 სექტემბერი 2019 04:14
3
იმ ფონზე რაც ნაკრებში ხდება კორეასთან მაკარიძე კაკაბაძე ტაბიძე დვალი ხარაბაძე გვილია კანკავა კიტეიშვილი დავითაშვილი კვარაცხელია და ვაკო თი უნდა დავიწყოთ
ka
05 სექტემბერი 2019 04:10
1
ისვე კანკავა? ვისთან დავიწყოთ კანკავათი? ამხანაგურში, კორეასთან? რისთვის? დანიასთან მაინც ვერ ითამაშებს და რა აზრი აქვს?
eheeeiy
05 სექტემბერი 2019 10:29
1
Vaime, sul tavis martlebashi ratom aris es kaci, vinc 90 cuti tamashobs isini gamoidzaxeeeeee dakvirebit klubebshi unda daakvirde, rtanvirebuli da individvalurad movarjishe fexburtelebs rom idzaxeb, nakrebi jamrteli xalxistvos aris hospitalia tu fexburtis gundi,
Va-Le
05 სექტემბერი 2019 02:18
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული