ვლადიმირ ვაისი: შედეგი მისაღებია - დანიასთან შემადგენლობას შევცვლი

AutoSharing Option
სამხრეთ კორეასთან ამხანაგური მატჩის (2:2) შემდეგ, კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა გააკეთა.

"ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, მოგება შეგვეძლო. ეს განსაკუთრებით პირველ ტაიმს ეხება. ასეთი მომენტები უნდა გამოვიყენოთ, რადგან მნიშვნელოვან თამაშებში ეს გადამწყვეტი იქნება.

მოხარული ვარ, რომ ვაკო ასეთ ფორმაში დაგვიბრუნდა. ეს სწორედ ისეთი თამაში იყო, როგორსაც მისგან ველი და ჩემი აზრით, მას გოლიც უნდა გაეტანა. ასევე მიხარია ოქრიაშვილისა და ანანიძის დაბრუნება.

დავითაშვილმა საკუთარი პოტენციალი კარგად წარმოაჩინა. პირველი თამაშიდან გამომდინარე, მისით ძალიან კმაყოფილი ვარ. დავითაშვილმა კარგად ითამაშა როგორც
შეტევაში, ისე დაცვაში.

ჩემი აზრით, დაცვის ცენტრში ტაბიძემ და კაშიამ კარგად იმოქმედეს.

კიტეიშვილი მოედანზე საუკეთესო იყო. მე მისით კმაყოფილი ვარ, რადგან დაამტკიცა, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.

კორეა დანიისგან განსხვავებული გუნდია, თუმცა შედეგი მისაღებია, რადგან მეტოქე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდი იყო, რომელშიც მაღალი დონის ფეხბურთელები თამაშობენ. მნიშვნელოვანია, რომ ტრავმა არავინ მიიღო და ახლა კვირის თამაშისთვის გავაგრძელებთ მზადებას.

დანიის წინააღმდეგ შემადგენლობაში რამდენ ცვლილებას გავაკეთებ, ამას ხვალინდელი ვარჯიშის მერე გადავწყვეტ. დავაკვირდებით, როგორ აღიდგენენ ფეხბურთელები ძალებს.

რა თქმა უნდა, შემადგენლობასთან დაკავშირებით ვარიანტები უკვე მაქვს და ვნახოთ, რომელს შევარჩევთ თამაშისთვის. ჯაბა კანკავა გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა, როგორც იცით, ყვითელი ბარათების გამო დანიასთან ვერ ითამაშებს. ყოველთვის მნიშვნელოვანია ასეთი ფეხბურთელის გუნდთან ერთად ყოფნა".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 24 /
udidesi avtoritetis mqone machaidze da yipianic ki ar daindo axalkacma roca gundis intersi moitxovda satadarigoshi gaushva
kaxa
06 სექტემბერი 2019 08:30
3
კაშია კარგი იყოო?:)):))მე2 გოლის დროსაც:)):))სულ აგვიანებს,ვეღარც პოზიციას ირჩევს,ბურთის გამოტანის დროს სად ურტყამს თვითონაც არ იცის.ალბათ ტატუები მოგეწონა მაგისი:)),ლუვრია თუ კაშია ვერ გაიგებ...
Gurilo
06 სექტემბერი 2019 08:04
3
როდინდელ თამაშზე ლაპარაკობ:)):)):)) ორივე გოლზე ეძინა:)):))
gurulo
06 სექტემბერი 2019 12:17
0
რას ლაპარაკობ,კაშიამ გუშინ იმდენი „ატბორი“ გააკეთა,ამდენი ვიტესში რომ იყო იქ არ გაუკეთებია.კაშია და კანკავა სულ რომ დამტვრეულები იყვნენ,მაინც უნდა გამოიძახოს,იმიტომ რომ ეს ორივე ძალიან დიდ მუხტს აძლევენ გუნდს.რაც განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.და კიდევ ნუ იცით ხოლმე ეს საბჭოთა დროინდელი ბაზარი,იმას ტატუ აქვს ამას გრძელი თმა,იმას წვერი,როგორც უნდათ ისე ჩაიცმევენ და რა ტატუსაც უნდა გაიკეთებენ,მთავარია გამოვიდნენ და იბრძოლონ სამშობლოსათვის,რაგბისტებსაც აქვთ ტატუც,კიკინაც და წვერიც მაგრამ ვიზე ნაკლები ვაჟკაცები არიან,ან იმათ თუ აკრიტიკებთ ტატუს და წვერის გამო,ან ლაშა ტალახაძეს თუ გაუბედავ რომ უთხრა რატომ ატარებ ტატუსო,რათქმაუნდა ვერა,იმიტომ რომ ენას და კლავიატურას ძვალი არაქვს:-)
:-)
06 სექტემბერი 2019 10:03
11
Kashi as cxvircin AR sheagdo more goli koream.
Bajo
06 სექტემბერი 2019 07:55
3
კაშის ცხვირწინაც შეაგდო და მაკარიძისაც,მერე დანარჩენი მცველებისაც,ამიტომ კაშიას ბრალია?ფეხბურთი გუნდური სპორტია,გსმენია ამაზე რამე?მაგრამ შენ რას გიხსნი,საქართველოში ზოგიერთ ფეხბურთში დასაქმებულებს ვერ შეუგნიათ ჯერ ეგ ამბავი.
გუნდი
06 სექტემბერი 2019 10:06
4
დანია და კორეა სხვადასხვა სტილის გუნდია რა პრინციპით შეარჩიეს ვერ მივხვდი დანიამდე მატჩი სამხრეთ კორეასთან..მოკლედ დახლოებით ესეა სად ერეკლეო მერე კიდევ შევცვკი შემადგენლობასო გვაბოლებს ზია ვოლოდიმერი ამას რაღაც მწყობრი ვერ აქვს და გარეთ ეზებს
გიო
06 სექტემბერი 2019 05:25
9
ამან სხვა თამაშს უყურა ეტყობა.დაცვის თამაშით(ცენრის)კამყოფილი ვარო რო იტყვის...რაც მწვრთნელია,ის გუნდია
კახა ქ.
06 სექტემბერი 2019 01:58
12
მემგონი შენ უფრო უყურე სხვა თამაშს.კაშიამ მშვენივრად ითამაშა და ჯიმიმ 1-2 ეპიზოდში არასწორი პასი გააკეთა,თორემ პოზიციურად მშვენივრად იდგნენ,გუშინ აქ დავაკომენტარე კიტე უპირობოდ ძირითადის კაცია მეთქი და დაადისლაიქეს ზოგიერთებმა,აქედანაც ჩანს რამდენად კარგად ესმით აქ მეკომენტარეებს ფეხბურთი.წარმატებები ბიჭებს.გავიმარჯვებთ მტრის ჯინაზე
:-)
06 სექტემბერი 2019 06:10
7
ამხანაგურ თამაშებში რა შედეგებსაც ვაჩვენებთ იგივეს რომ ვიმეორებდეთ ოფიციალურ მატჩებში ახლა უკვე პირველზე თუ არა მე-2 ადგილზე ვიქნებოდით ჯგუფში.
Giorgi
06 სექტემბერი 2019 01:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული