კარგი თამაში, ბრძოლა და საქართველოს ნაკრების დამსახურებული ფრე დანიასთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩი საქართველოსა და დანიის ნაკრებებს შორის 0:0 დასრულდა.

ძნელი გასახსენებელია, როდის დააყენა "ჯვაროსანთა" მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მსგავსი შემტევი სასტარტო შემადგენლობა და საინტერესო იყო, ასეთი რისკი ესოდენ ძლიერ გუნდთან რა შედეგს გამოიღებდა.

ჩვენი გუნდის ტურნირზე ცუდი სტარტის გამო სტადიონი სანახევროდაც არ გაივსო, რაც გასაკვირი არ გახლდათ და ეს მიუხედავად იმისა, რომ დანიის კარგი ნაკრები გვსტუმრობდა.

საქართველოს ნაკრებმა მეტოქის პირველი იერიშები მოიგერია და იქით შეუტია. უხიფათოდ. სადღაც შუა პირველ ტაიმში მოწინაღმდეგე უპირატესობას დაეუფლა და პირველი საგოლე მომენტიც
შექმნა, მაგრამ ბრაიტვაიტის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. შემდეგ ისევ ბრაიტვაიტი გასცდა ჩვენს მცველებს და ისევ ლორიამ გვიხსნა.

ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა, თუმცა დაცვა ყურადღებით ირჯებოდა, ხოლო შეტევა საერთოდ არ გამოსდიოდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეცვლილა. აქტიური ბრაიტვაიტი მარჯვენა ფლანგზე გაიჭრა, დოლბერგს უპასა და კვლავ ლორია იდგა მოწოდების სიმაღლეზე. აქედან მოყოლებული, დანიელთა იერიშები მინავლდა და საქართველოს ნაკრებმა მეტოქის კარზე შეტევების მიტანა დაიწყო. სტუმართა მწვრთნელმა ტომასონმა თავდასხმის გაძლიერება შეცვლებით სცადა, თუმცა ამით ვერაფერი შეცვალა.

76-ე წუთზე კი ყაზაიშვილის დარტყმული ბურთი მიზანს ოდნავ ასცდა. მერე ქვილითაიამ ბურთი ხარიხას გაარტყა და მსაჯმა თამაშგარე დააფიქსირა, საპასუხო შეტევისას კი უკვე გიტკიაერმა გაარტყა ბურთი ხარიხას. ბოლოს ოქრიაშვილის მიერ შესრულებული საჯარიმო შმეიხელმა აიღო და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.

მოკლედ, მთელმა ჩვენმა გუნდმა უფრო ძლიერ მეტოქესთან ორგანიზებულად ითამაშა და - 0:0...

თბილისი. "დინამო არენა". 21 456 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:0

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, ტაბიძე, კაშია, გრიგალავა, აბურჯანია (გვილია 86), ანანიძე, კიტეიშვილი, ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, ქვილითაია (დაუშვილი 90)

დანია: შმეიხელი, კიაერი, კრისტენსენი, დელანი, ერიკსენი, ბრაიტვაიტი, დოლბერგი (გიტკიაერი 67), დალსგორი, ლარსენი, პოულსენი, ჰოიბერგი (შონე 73)

altდანიელთა თავკაცი: საქართველოს მხოლოდ ერთი-ორი მომენტი ჰქონდა

altვლადიმირ ვაისი: ჩემთვის დღევანდელი შეხვედრა უფრო სრულყოფილი იყო ვიდრე ესპანეთთან

 

altკრისტიან ერიკსენი: საქართველომ რთულად დასაძლევი თამაში შემოგვთავაზა და ვერ ვაჯობეთ
altოთარ კიტეიშვილი: ამ თამაშის შემდეგ, ბუნებრივია, ირლანდიას უნდა მოვუგოთ!

altვაკო გვილია: დანიასთან ფრე ცუდი შედეგი არ რის, თუმცა ჩვენ მხოლოდ გამარჯვება გვახარებს

altsofascore.com-მა ფეხბურთელები შეაფასა, საუკეთესოდ გიორგი ლორია დასახელდა


Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 128 /
დანია ფიფას მიმდინარე რეიტინგში იკავებს 13-ე ადგილს, ჩვენ 94-ეს. ეს ფრე იგივეა დაახლოებით რაგბში გვეთამაშა ფრე ავსტრალიასთან, თუმცა მანდ რეიტინგში უფრო ახლოახლო ვართ, 6-12. და რატომ არის მაინც ამდენი ნეგატიური კომენტარი ვერ ვხვდები. ყოჩაღ GNT
DAVE
09 სექტემბერი 2019 00:01
5
ყველა ხვდება რომ ვაისი უნდა წავიდეს და მოიყვანონ ისეთი შემტევი სტილის მწვრთნელი რომელიც ათამაშებს ბიჭებს ფეხბურთს. ხომ გამოჩნდა რომ შეგვიძლია თამაში მიუხედავად უფორმო ფეხბურთელებისა რომლებიც წინ ვერ გარბიან და კარში ვერ ურტყამენ.

პ.ს. დანიამ ვერ ითამაშა და მაგრა გაგვიმართლა:)
Lasha
08 სექტემბერი 2019 23:55
15
ჯერ კომენტატორები უნდა მოვაშოროთ და მერე ფეხბურთიც დალაგდება
აგლაგლა
08 სექტემბერი 2019 23:55
6
კიტე - მაგარიააააააააააა!
eheeeiy
08 სექტემბერი 2019 23:41
0
ბიჯო ვინ ხართ რა ხართ, საიდან ეძრობით, რაგბიში ვაგებთ და საღოლ ბიჭებსო გაჰყვირით ვითომოგვეგო, და დანიასთან ფრე არ გაკმაყოფილებთ? შედარებისთვის იგივეა საქართველო რაგბიში ახალ ზლანდიას რომ შეხვდეს. რა გააწყალეთ გული. გვაცადეთ ვისაც ფეხბურთი გვიყვარს. უყურეთ რაგბს და დატკბით ბრძოლით მარა წაგებით. მადლობა ბიჭებს!
რაგბი ჩვენი თამაშია სასტავს
08 სექტემბერი 2019 23:39
11
კაშია შეუდარებელი იყო დაცვაში, თითქმის ყველა ბურთი ჩვენს საჯარიმოში მან გამოიტანა თავით
giorgi
08 სექტემბერი 2019 23:35
3
იცით რატო გვიხარია,რომ წაგებებს ვართ მიჩვეულები თორე რა არის გასახარი.მთელი თამაშის განმავლობაში ერთ საგოლე მომენტს რომ ვერ შექმნი,კარში რომ არ დაარტყავ,არცერთი სტანდარტის ნორმალური გათამაშება რომ არ იცი და ა.შ.ესაა გასახარი....ისე კი ბოლომდე დაიხარჯე .კიტეიშვილი საუკეთესო იყო,აი კაკაბაძე კი.....არადა რა იმედი მქონდა რომ გამოჩნდა.დღეს კი 0 იყო.და საერთოდ რეგრესს განიცდის.
კახა ქ.
08 სექტემბერი 2019 23:33
7
დანიასთან უპირობოდ მოგებას არავინ ითხოვდა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობისას გამოჩნდა რომ მოგება შეიძლებოდა... ვაისმა კი თამაშში ვერანაირი გარდატეხა ვერ შეიტანა (შეცვლების დაგვიანება ხომ საერთოდ ცალკე ფენომენია)
Qartveli888
08 სექტემბერი 2019 23:32
1
ვაისს შეცვლები არ დაუგვიანია. ის როგორც წესი - ასე ცვლის.
ვაისის თეორიის თაბნახმად - შეცვლის დანიშნულება არის მხოლოდ დროის გაჭიმვა და ამიტომ ცვლის სულ ბილოს, როდესაც რჩება წამები.
.
08 სექტემბერი 2019 23:38
0
კარგი იყო,ცოტა გამართლება და მოვიგებდით,ახლა ერიქსენმა დანიაში რაც ყველაზე მაღალი წერტილია ავიდეს იქ გამოექანოს და..........არაა დანია კიდევ ბრაზილია,თავი,რომ მოაქვთ კიტრივით,კარგი გუნდია მაგრამ არა საუკეთესო,მერე რა დიდ გულზე იყვნენ,დაგვავიწყდა პირველ თამაშში მსაჯმაც კარგად მიეხმარათ,მერე ახალგაზრდების იმედიც მაქვს,ისე კვარაცხელია ეთამაშებინად,მგონი მწვრთნელის შეცვლის დროც მოვიდა და როგორც იქნა დააყენა ფლანგზე გრიგალავა,იძახეთ ახლა არ ვარგა რუსეთის ჩემპიონატი,შვეიცარიაზე ძლიერი ლიგა,რომ არის ფაქტია,ესპანეთი,იტალია,გერმანია,ინგლისი კი ბატონო მაგრამ სხვა?რეიტინგით საფრანგეთის ლიგას უტოლდება,წარმატებები ყველას,მომავალში მოვიგებთ.
გოჩა
08 სექტემბერი 2019 23:20
5
არც ბრაზილიაა ხორვატია. დანია არაა ხელწამოსაკრავი გუნდი.
გიორგი
08 სექტემბერი 2019 23:56
1
მიუხედავად ქულის აღებისა, ამ ეტაპზე კარგს ვერაფერს ვიტყვი ნაკრების თამაშზე.. მომენტებს ვერ ქმნიან და 0-0 არაა ის შედეგი, გაძლებაზე კმაყოფილი რომ იყო.. ნიკა მალი დახატავდა ნაკრებს!!! ლაკვეხელიანიც მაგარი ბიჭია. ამასობაში ჩაკვეც გამოჯანმრთელდება და რაღაცას დაემსგავსება ნაკრები..
ეჰ, არადა ვიმსახურებთ ქართველი გულშემატკივარი ძლიერ ნაკრებს და ლამაზ ფეხბურთს..
s.s.
08 სექტემბერი 2019 23:13
25
მშვენიერი მაჩი ჩაატარა ჯიმი ტაბიძემ, მალისთვის ჯერ ადრე ნაკრები წინ კი კარგად მიდის მაგრა დაცვაში მაგრად უჭირს
გიონატ
08 სექტემბერი 2019 23:44
4
არა, არ მგონია მარტო ეგ.. ავღნიშნე მომენტებს ვერ ქმნიანთქო და გამგები გაიგებდა რაც დავწერე.. რაც შეეხება ფლანგებს, შენ ნიკა მალისნაირი მოთამაშე თუ მხოლოდ ფლანგის მცველი გგონია, სხვა სპორტზე აკომენტარე ჯობია..
s.s.
08 სექტემბერი 2019 23:42
12
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული