ეროვნული ლიგა. XXVII ტური: თბილისის "დინამოს" გამარჯვება და ნინუას სუპერგოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
15 სექტემბერს, ეროვნული ლიგის 27-ე ტურში თბილისის "დინამომ" "ვიტ ჯორჯია" 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია ნინუას მიერ გატანილი ულამაზესი გოლი.

თბილისის "დინამო" 54 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ ბათუმის "დინამოს" 1 ქულით ჩამორჩება, თუმცა 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

თბილისი. "მიხეილ მესხი 2"
ვიტ ჯორჯია - დინამო (თბ) 0:3
გოლები: 0:1 ლევან კუტალია (11, პენ), 0:2 ნოდარ ქავთარაძე (50), 0:3 ნიკა ნინუა (60)

ვიტ ჯორჯია (4-3-1-2): ლევან ისერგიშვილი, დავით კიკალიშვილი, ლუკა ჯანელიძე (ლუკა ვარძელაშვილი 46), ანდრო ნემსაძე, ლუკა თათხაშვილი, ვასილ ქისიევი, ზურაბ სეხნიაშვილი (კ),
ირაკლი ზარიძე, თამაზ მაქაცარია (ლაშა ნანობაშვილი 75), ზურაბ მუსელიანი (დიმიტრი ხუციანიძე 46), თორნიკე მუზაშვილი

მთ. მწვრთნელი: ვლადიმერ ხაჩიძე

დინამო (თბ) (4-2-3-1): ხოსე პერალესი, ვიქტორ მონხილი, გიორგი ქიმაძე (ოლეკსანდრ კაპლიენკო 70), ნოდარ იაშვილი, ბაქარ ქარდავა, აკაკი შულია, გიორგი პაპავა, ნიკა ნინუა (გიორგი კუხიანიძე 79), ნოდარ ქავთარაძე, კვამე კარიკარი (გიორგი ზარია 59), ლევან კუტალია

მთ. მწვრთნელი: ფელის ვისენტე

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
მარტო ამ გოლის გამო უნდა იყოს ნიკა ნინუა პირველ ნაკრებში, ქვეშაფსია ვაისი კი ისევ დაუშვილს გვტენის. ბუბას წინ გაკეთებული გადაცემა, ან სახიფათო დარტყმა თუ გახსოვთ ვინმეს?
emigranti
15 სექტემბერი 2019 22:47
1
მარტო ეგ გოლი რომ იყოს ყველანი ჩუმათ ვიქნებოდით მეგობარო. თვალები არა აქვს ვაისს დაბრმავებულია, თორემ მაგ ბიჭის ჯარიმებიდან გატანილი გულები რად ღირს. ჯარიმებს ბევრი არტყავს კარგად მარა ასე ყველა მხრიდან მე არ მაგონდება.
Geo_Dinamo
16 სექტემბერი 2019 10:23
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული