სფფ-ის დელეგაციამ ხაშურის მშენებარე სტადიონი მოინახულა

AutoSharing Option
16 სექტემბერს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე ხაშურს ესტუმრნენ და საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შიდა ქართლის გუბერნატორთან, გიორგი ხოჯევანიშვილთან, ხაშურის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი გურასპაშვილთან, ასევე, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

ტერიტორიაზე განთავსდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო მოედანი, 2 000 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა, განათება, დამხმარე შენობა-ნაგებობები, ავტოსადგომი, გამწვანების ზოლი და საფეხმავლო ბილიკები. პროექტი აგრეთვე ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას (დრენაჟი, წყალმომარაგება, კანალიზაცია, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, ელექტროობა) და ტერიტორიის კეთილმოწყობას.

მშენებლობის დასრულება 2020 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

სტადიონის მშენებლობა მუნიციპალური
განვითარების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Sportall.Ge

მიმდინარე პროექტის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა:

"ეს არაჩვეულებრივი პროექტი უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და მისი დასრულება მომდევნო წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტი მოიცავს სტანდარტული საფეხბურთო ზომის მოედნის მოწყობას, დაახლოებით 2 000 ადამიანზე გათვლილი ტრიბუნით, განათებით და ყველა იმ საჭირო ინფრასტრუქტურით, რაც თანამედროვე სტადიონს სჭირდება.

მე დარწმუნებული ვარ, რომ პროექტის განხორციელების შემდეგ ის არამხოლოდ ხაშურისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის სამაგალითო იქნება, რაც საფეხბურთო ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობას კიდევ უფრო გაზრდის".

მომზადებულია GFF.GE-ს მიხედვით

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
შესანიშნავი პროექტი არის. სასიამოვნოა რომ ხაშურს ექნება თუნდაც ერთი სტადიონი. კობიაშვილის საქმიანობა ნაყოფიერი არის. ათწლეულების განმავლობაში გაპარტახებულ საფეხბურთო ინფრასტრუქტურას ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებს სახელმწიფოსთან ერთად. ეს მომავალში აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
ლუკა
00:44 17-09-2019
1
ბატონო ლევან, გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ ქ.ყვარელში, საოცრად კარგი მდებარეობისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის თვალსაზრისით ძალიან პერსპექტიულ სტადიონს, რომელიც მდებარეობს ყვარლის ტბის მიმართულებით, ტყის პირას და მიტოვებულ მდგომარეობაში. სტადიონის მინდორს აქვს დრენაჟი, ბალახია დიდი ხნის დაგებული. ტერიტორია საკმაოდ დიდია სავარჯიშოდ რამოდენიმე მოედნის მოსაწყობად. ინფრასტრუქტურის გაკეთებაც არ იქნება დიდ ხარჯებთან დაკავშირებული. ნაკრებისთვისაც შეიძლება მშვენიერი ბაზის გაკეთება, თბილისიდან სულ ორი საათის სავალ მანძილზე. ყვარელშიც ხელი შეეწყობა ფეხბურთის აღორძინებას, ტრადიციები საკმაოდ გააჩნიათ! P.$. მაგ ტერიტორიაზე ძალიან ბევრს უჭირავს ხარბად ტვალი, როგორც ადგილობრივს ისე უცხოს, მაგრამ არა ფეხბურთზე და სტადიონზე სრუნვის მიზნით. გთხოვთ დაინტერესდეთ და თქვენ პირადად ნახოთ. უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება სეგიძლიათ გენა სანადირაძესგან!
G.A.L
07:36 17-09-2019
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული